ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე "სამიზნეები დაბომბა"
ფოტო: Reuters
რა ხდება: პაკისტანი აცხადებს, რომ გუშინ, ირანის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
- ირანმა განაცხადა, რომ სამიზნე იყო ორი ბაზა, რომლებიც დაკავშირებულია ბოევიკთა დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლთან.
- თუმცა პაკისტანმა ეს განცხადება უარყო და თავდასხმას უწოდა "უკანონო აქტი", რომელსაც, შესაძლოა, "სერიოზული შედეგები მოჰყვეს".
დეტალები: პაკისტანი უკვე მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის შემდეგ, რომელსაც, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანი თავს დაესხა.
- ირანის მიერ პაკისტანზე სარაკეტო თავდასხმა თითქმის უპრეცედენტოა. დარტყმა განახორციელეს ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ბალუჩისტანის პროვინციაში მდებარე სოფელზე.
- პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო "ირანის მიერ მისი საჰაერო სივრცის არაპროვოცირებული დარღვევა".
- უწყებამ ინციდენტს უწოდა "სრულიად მიუღებელი" და დასძინა, რომ "კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს უკანონო ქმედება მოხდა პაკისტანსა და ირანს შორის, კომუნიკაციის რამდენიმე არხის არსებობის მიუხედავად".
- პაკისტანმა მომხდარს "სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა" უწოდა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.
კონტექსტი: ირანმა, ორშაბათს გვიან, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილში მდებარე სამიზნეებზე. ფაქტი დაგმო აშშ-მა.
ირანის თავდასხმები ხდება ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რაც ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰამასის ომს მოჰყვა.
ირანმა განაცხადა, რომ არ სურს ჩართვა უფრო ფართო კონფლიქტში, მაგრამ მისი ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძის ჯგუფები ახორციელებენ თავდასხმებს ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, პალესტინელებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად.
სტრიქონებს შორის: წინააღმდეგობის ღერძი არის ანტიისრაელური და ანტიდასავლური არაფორმალური პოლიტიკური და სამხედრო კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანი. მასში შედის სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს შუა აღმოსავლეთში, მათ შორის — პალესტინური ჰამასი, ლიბანური ჰეზბოლა და ჰუსიტები, იემენიდან.
ჰეზბოლა საზღვართან დაუპირისპირდა ისრაელის შეიარაღებულ ძალებს. შიიტური დაჯგუფების მებრძოლებმა დრონები და რაკეტები გაუშვეს აშშ-ის ძალების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში; იემენელი ჰუსიტი მეამბოხეები კი თავს დაესხნენ გემებს წითელ ზღვაში.
ბოლო ხაზი: პაკისტანი და ირანი ათწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ შეიარაღებულ სეპარატისტულ ჯგუფებს, მათ შორის ჯაიშ ალ-ადლს.
- უსაფრთხოება მათი საერთო საზღვრის ორივე მხარეს, რომელიც, დაახლოებით, 900 კილომეტრია, ორივე ქვეყნის მთავრობისთვის, დიდი ხანია, მნიშვნელოვანი საზრუნავია.
- თეირანი ჯგუფს უკავშირებს გასულ თვეში, საზღვართან ახლოს განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებმაც ათზე მეტი ირანელი პოლიციელი იმსხვერპლა.
- მაშინ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ დამნაშავეები ქვეყანაში პაკისტანიდან შევიდნენ.
- აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაიშ ალ-ადლი არის "ყველაზე აქტიური და გავლენიანი" სუნიტური მებრძოლი ჯგუფი, რომელიც მოქმედებს სისტან-ბალუჩისტანის რეგიონში.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები