ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

16 Jun. 2025, 17:28

"მოგმართავთ ტელევიზიებს, რომლებიც ცდილობთ სიმართლე დაუმალოთ საზოგადოებას.

ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებ სამთავრობო არხებს. მაინტერესებს ჩვენი საქმიდან გადმომდინარე, ზოგადად როგორ მუშაობს პროპაგანდა.

მედია, რომელსაც აქვს ამბიცია, ერქვას ტელევიზია - ან არ აშუქებს ან მიკერძოებულად აშუქებს ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი! გააშუქეთ თითოეული დოკუმენტი და თითოეული სიტყვა პროცესებიდან და სისხლის სამართლის საქმიდან. ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩვენს სიმართლეს.

TV Imedi და რუსთავი 2 ― მოგმართავთ, რომ ამისთვის არსებობს იდეალური საშუალება, რომ თქვენს სოციალური მედიის გვერდზე გააშუქოთ პროცესები "ლაივ"-რეჟიმით ან მოგვიანებით უწყვეტი კადრით (თუ "ლაივ"-რეჟიმში გაშუქებაზე არ ხართ თანახმა). დარწმუნებული ვარ, უარს არ იტყვით რომ თქვენს მაყურებელსაც აჩვენოთ სიმართლე...

პ.ს. "პირველი არხი" მარტივად მიხვდებოდით, რომ თქვენც გეხებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სიტყვა. ეს არხი არის საზოგადოების."

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე თავის წერილში სამთავრობო მედიების მიმართავს. წერილს მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ანდრო ჭიჭინაძეს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…