როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები — ინფოგრაფიკა
თანამედროვე სამყაროსთვის ხელოვნური ინტელექტი უცვლელ დამხმარედ იქცა. ეს ეხება უამრავ სფეროს, მათ შორის მეცნიერებას, მედიცინას, ტექნოლოგიებს, ბიზნესს და ა.შ. თუმცა, როგორც ყველა ტექნოლოგიას, AI-ისაც აქვს "ბნელი მხარეები", მით უფრო მაშინ, როცა ის არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის ხელში აღმოჩნდება.
გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უამრავი ადამიანი იყენებს, მათ შორის გასართობად, ან საქმიანი მიზნებისთვისაც. დეზინფორმაციის გამავრცელებლები კი მას ფაქტების დასამახინჯებლად, ყალბი კონტექსტის შესაქმნელად, ამა თუ იმ ადამიანის დისკრედიტაციისთვის ან სხვა მიზნით იყენებენ. ამ პირობებში აუცილებელია, ვიცოდეთ ყალბი ფოტოების ამოცნობა.
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი მალე იმდენად დაიხვეწოს, რომ გამოსახულების გენერირებისას ჩვეული შეცდომები აღარ დაუშვას. თუმცა ამ ინფოგრაფიკით გასწავლით, როგორ განასხვავოთ ყალბი ფოტო რეალურისგან და ამისათვის კონკრეტულ პროგრამებსაც გირჩევთ.
მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები