რუსეთში, სკოლაში, მერვეკლასელმა ცეცხლი გახსნა — არის მსხვერპლი

ფოტო: TASS
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: მერვეკლასელმა ბრიანსკში მდებარე გიმნაზიაში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
დეტალები: დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ბრიანსკის ადმინისტრაციამ, თავდაპირველად, განაცხადა 2 დაღუპულისა და 4 დაჭრილის შესახებ. შსს-ს ინფორმაციით კი, სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა გოგომ კი, მათი ცნობით, თავი მოიკლა.
- რუსული ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ გოგომ 2 ადამიანი მოკლა, თანაკლასელი და მასწავლებელი.
- პროპაგანდისტული TASS-ის ინფორმაციით, სროლისას დაშავებული ორი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი სტაბილურია, საშუალო სიმძიმის.
რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილას: მეხუთე გიმნაზია, სადაც სროლა მოხდა, პოლიციის ალყაშია. ყველა მოსწავლე ევაკუირებულია.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
- დაკითხვაზე იმყოფება იმ გოგოს მამა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა.
- რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრ ხინშტეინი აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მერვეკლასელმა მოსწავლემ სკოლაში მამის კუთვნილი სანადირო თოფი მიიტანა.
- სროლის პრიორიტეტულ მიზეზად კლასელებს შორის დაპირისპირება განიხილება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები