სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სამწუხაროდ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ეს ოფიციალურად. მე მართლაც წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში.
რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება.
კომენტარები