მეცნიერების თქმით, ოზონის ხვრელი კვლავ იზრდება
როგორც ჩანს, ოზონის ხვრელის პრობლემა არ მოგვარებულა.
ანტარქტიდის ოზონის შრეში გაჩენილი ხვრელი დიდი ხნის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა. მიღებული ზომების შემდეგ, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ხვრელი დასტაბილურდა და იხურებოდა. და აი ახლა, ახალი კვლევის მიხედვით, ხვრელი კვლავ იზრდება.
შედეგები Nature Communications-ში გამოქვეყნდა და იქ ნათქვამია, რომ ოზონის ხვრელთან დაკავშრებული საფრთხე არ შემცირებულა.
2004 წლიდან 2022 წლამდე ოზონის თვიური და ყოველდღიური ცვლილებების ანალიზით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოზონის ხვრელში მნიშვნელოვნად ნაკლები ოზონია, ვიდრე ეს 19 წლის წინ იყო. ოზონის დონე შემცირდა შემაშფოთებელი 26-პროცენტით.
"ჩვენი ანალიზი 2022 წლის მონაცემებს მოიცავს. თუმცა, დღეის მდგომარეობით 2023 წლის ოზონის ხვრელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის ზომას. მაგალითად, გასული თვის ბოლოს ის 26 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი იყო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ანტარქტიდას", — თქვა კვლევის ავტორმა, ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერმა, ჰანა კესენიჩმა.
მზის ფარი
სტრატოსფეროში ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრით მაღლა მდებარე ოზონის შრე დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელია. ოზონის ეს ფენა ჩვენს პლანეტას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
ოზონის შრის დასაცავად, გაეროს მსოფლიო ლიდერებმა 1987 წელს სპეციალური პროტოკოლი მიიღეს, რომელიც აეროზოლებში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებას, ქლოროფტორკარბონებს (CFC) კრძალავს. მკვლევრებმა 1986 წელს აღმოაჩინეს, რომ სწორედ ეს ქიმიური ნივთიერება ანადგურებს ოზონს.
ხელშეკრულება შეფასდა, როგორც უზარმაზარი ეკოლოგიური გამარჯვება. წელს გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოზონი 1980-იანი წლების დონეს 2040 წლისთვის დაუბრუნდება.
და აი ახლა, კესენიჩი და მისი გუნდი ამტკიცებენ, რომ გამარჯვების ზეიმი ძალიან ადრეა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩნდა აზრი რომ ოზონის პრობლემა მოგვარებულია. თუმცა, შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ასე არ არის", — თქვა კესენიჩმა.
ფაქტია, არსებულმა შეზღუდვება იმოქმედა, მაგრმ ეს შეიძლება მართლაც არ იყოს საკმარისი.
კომენტარები