NASA-ს კოსმოსური ზონდის შექმნა სურს, რომელიც ურანზე დაშვებას შეძლებს
მკვლევრებმა შექმნეს სიმულაცია, რათა გაეგოთ თუ როგორი იქნებოდა ურანზე დაშვება.
ყინულის გიგანტები ურანი და ნეპტუნი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმის მბრუნავი ატმოსფეროთია დაფარული. ამ პლანეტებს არ აქვს მყარი ზედაპირი, ეს კი მათ შესწავლას ართულებს.
ეს ორი პლანეტა ადამიანის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდებით ნაკლებადაა შესწავლილი. თხევადი ოკეანეები სქელი ღრუბლის ფენების ქვეშაა მოქცეული და ეს პლანეტების ბირთვს უხილავს ხდის.
თუმცა, შესაძლებლობა არსებობს და მეცნიერებს სურთ შექმნან ზონდი, რომელიც ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროში დაეშვება.
იმისათვის, რომ უკეთ წარმოედგინათ, რა არის საჭირო ზონდის გაგზავნისთვის ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროში, მკვლევრებმა შესაბამისი სიმულაცია შექმნეს. სიმულაციაში ზონდმა წამში 18-კილომეტრი დაფარა. ვიდეოში შეგვიძლია ვნახოთ იმიტირებული ზონდი, რომელიც ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროში მოძრაობს.
მიუხედავად ასეთი დიდი სიჩქარისა, მკვლევრების თქმით, მიზნის მისაღწევად ზონდს წამში 25-კილომეტრის დაფარვა მოუწევს.
"გამოწვევა ის არის, რომ ზონდს მაღალი წნევისთვის გაძლება მოუწევს. შესაბამისად, საჭიროა მაღალი ხარისხის თერმული დაცვა. ამით ზონდმა ატმოსფეროში შეღწევის მომენტს უნდა გაუძლოს. ასეთი სისტემის დაპროექტება მარტივი არ არის და ამისთვის დიდი შრომაა საჭირო", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
საბედნიეროდ, ამ მხრივ აშკარა პროგრესი გვაქვს. წლის დასაწყისში NASA-ს ასტროფიზიკოსმა, კეტლინ მანდტმა, კოსმოსურ სააგენტოს სპეციალური საკვლევი ზონდის შემუშავებისკენ მოუწოდა. ზონდმა სწორედ ურანის სისტემის საიდუმლოებები უნდა გამოიკვლიოს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს წლებში NASA-სთვის პრიორიტეტი სწორედ ურანი იქნება. და მაინც, შეგვიძლია ახლავე ვთქვათ, რომ მსგავსი ზონდის შექმნა რთული იქნება და მას 2032 წლამდე, ალბათ არ უნდა ველოდოთ.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები