დათო გორგილაძის რჩევები თბილისის წიგნის დღეებზე — ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
10-12 ნოემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, მე-11 პავილიონში წიგნის დღეები იმართება. წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, სასურველი წიგნები სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ. ხოლო sCool Card-ითა და სტუდენტური ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში, ისარგებლონ 30%-იანი ქეშბექით.
თუ აპირებთ, რომ წიგნების ფესტივალს ესტუმროთ, გთავაზობთ დათო გორგილაძის რეკომენდაციებს, რაც ფესტივალზე წარმოდგენილ უამრავ წიგნს შორის თქვენთვის შესაფერისის არჩევაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე ქართული რომანი, რომლის წაკითხვასაც დამწყებ მკითხველს ურჩევდით
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრებაც კი არ დამჭირდება: ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შესაბიჯებლად აკა მორჩილაძის ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები იდეალურია. ამ ტექსტით მკითხველი გემოს გაუგებს ავტორის სამწერლობო ოსტატობას, სტილს, თემატიკას და, რაც მთავარია, აუცილებლად გახსნის მადას სხვა წიგნების წასაკითხად.
ახალი თარგმან(ები)ი, რომელიც წლევანდელ თბილისის წიგნის დღეებზე არ უნდა გამორჩეს მკითხველს.
ამ შეკითხვაზე კი ბევრი ფიქრი და მტკივნეული გამორჩევა მომიწევს. თარგმანებში ნამდვილი ბუმია – თანამედროვე ქართულმა თარგმანმა თამასა ძალიან მაღლა ასწია. კითხვის სურვილი ერთია, მაგრამ მკითხველის ჯიბეც ხომ უნდა გასწვდეს. რადგანაც არ იშლით, დავასახელებ სამ წიგნს:
- ჯონ აპდაიკის ბრაზილია
- სილვია პლათის ზარხუფი — ამ ორი არაჩვეულებრივი ტექსტის ტირაჟები დიდი ხნის ამოიწურა და მათი ხელახალი გამოცემა ფეიერვერკის დარი ამბავია. დაეწაფეთ.
- ჟოზე სარამაგუს სიკვდილის წყვეტა.
დებიუტანტი ან ახალგაზრდა ქართველი მწერლის წიგნი, რომელსაც მკითხველს ურჩევდით
სადებიუტო ტექსტებშიც დიდი ამბებია წელს. ამის დასამოწმებლად პრემია საბას ძალიან გრძელი მოკლე სიის მოყვანაც შეგვიძლია საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ყველას დავასახელებდი, მაგრამ ეგ რაღა გამოვა. ამიტომაც ორს გამოვარჩევ:
- ზაოდი – ელზა გურგენიძე;
- რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე – გოდე გორგილაძე.
წიგნი, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინეთ, აღფრთოვანდით და სხვებსაც ურჩევთ
ეს წიგნი წინა შეკითხვის პასუხადაც გამოდგებოდა, მაგრამ აქ იყოს. მე თანამედროვე ქართველის ავტორების გულმხურვალე ქომაგი ვარ. ენით უთქმელ სიხარულს მანიჭებს, როცა ვინმე ისეთს აღმოვაჩენ, რომელმაც ჩვენს ენაზე დაწერა ისეთი რამ, რაც აღმაფრთოვანებს, დამაფიქრებს და კარგა ხანს გამყვება. ასეთი წელს ახალგაზრდა ავტორი გოგა ქობალია და მისი არაჩვეულებრივი ტექსტი იყო — ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად.
მოთხრობების კრებული, რომელიც მკითხველის მეტ დაფასებას იმსახურებს
მკითხველისგან, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მოგწონს, გინდა უფრო მეტმა წაიკითხოს.
რუსუდან რუხაძის ერთი თქვენგანი გამცემს და რომენ გარის ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ.
ჟანრული ლიტერატურიდან რას ურჩევდით მკითხველს
ჟანრული ლიტერატურიდან? — ჰმ…დარქ ფენტეზი. მეც ახლა ვიდგამ ფეხს.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
კომენტარები