7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტების თავდასხმის შემდეგ ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი, რომელიც ათწლეულებია გრძელდება, ახალ, უფრო მწვავე ფაზაში გადავიდა.

  • კონფლიქტში უკეთესად რომ გავერკვეთ, საჭიროა, ვიცოდეთ კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციებისა და ტერმინების შესახებ უფრო მეტი.

სტრიქონებს შორის: ეს არ არის ამომწურავი ინფორმაცია და ვერ ახსნის კონფლიქტის ყველა რთულ ასპექტს, თუმცა, შესაძლოა, მასალის წაკითხვის შემდეგ, დიდი სურათის აღქმა კიდევ უფრო მარტივი გახდეს.

ადამიანები, პარტიები და დაჯგუფებები:

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ფოტო: Getty Images

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და პარტია "ლიკუდის" თავმჯდომარე.

მთავრობაში, ნეთანიაჰუს კოალიციაში შედიან ულტრამემარჯვენე პარტიებიც.

იოავ გალანტი

იოავ გალანტი

იოავ გალანტი

ფოტო: Getty

ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ყოფილი გენერალი, ის ხელმძღვანელობდა 2005 წელს ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების გამოსვლას.

გალანტი, იყო, ასევე, განათლების, განსახლებისა და იმიგრაციის მინისტრი.

ბენი განცი

ბენი განცი

ბენი განცი

ფოტო: AFP/Getty Images

ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ის არის სამხედრო კაბინეტის შემადგენლობაში, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომზეა ფოკუსირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF)

IDF-ი თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ისრაელის ეროვნული შეიარაღებული ძალები შედგება 169 500 მოქმედი ჯარისკაცისგან და, ასევე, 465 000 გაწვრთნილი რეზერვისტისგან.

სამხედრო კაბინეტი

მცირე კაბინეტი მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ნეთანიაჰუმ და განცმა გადაწყვიტეს, შეექმნათ საგანგებო მთავრობა, ჰამას -ისრაელის ომის სამართავად.

ისმაილ ჰანიე

ისმაილ ჰანიე

ისმაილ ჰანიე

ფოტო: AP

ჰამასის ლიდერი, რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს. ის 2017 წლიდან ჰამასის პოლიტიკური ლიდერია.

აშშ-მა ის გასულ წელს ტერორისტად გამოაცხადა.

მაჰმუდ აბასი

მაჰმუდ აბასი

მაჰმუდ აბასი

ფოტო: AP

პალესტინის პრეზიდენტი და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის თავმჯდომარე.

აბასი ხელმძღვანელობს პარტია ფათაჰს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრას ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე.

აბასი ხელმძღვანელობდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის გუნდს, ისრაელთან მოლაპარაკებების დროს, რომელიც 1993 წელს ოსლოს შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა.

2005 წელს, აბასი 4-წლიანი ვადით აირჩიეს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტად, მაგრამ შემდეგი არჩევნები მას ჯერ არ დაუნიშნავს. პალესტინელების დიდი ნაწილი პალესტინის ავტონომიას დასუსტებულად მიიჩნევს და ასევე, აღშფოთებულია ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობით.

ჰამასი

პალესტინური ისლამური პოლიტიკური პარტია, რომელიც ღაზას მართავს. მას აქვს შეიარაღებული სამხედრო ფრთა, რომელსაც იზ-ად-დინ ალ-ყასიმის
ბრიგადები ჰქვია.

ჰამასი 1987 წლიდან არსებობს და ამ პერიოდში, არაერთი თავდასხმა განახორციელა ისრაელზე. დაჯგუფება აშშ-ში, ისრაელში, ევროკავშირის ქვეყნებში, ბრიტანეთსა და სხვა სახელმწიფოებში ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევა.

ჰამასმა ღაზაში მმართველობა 2007 წელს დაამყარა და ძალადობრივად გააძევა ღაზის სექტორიდან პალესტინის ავტონომიური მთავრობა.

ჰამასს, წლების განმავლობაში, მხარს უჭერს ირანი, რომელიც მას იარაღით და ფულით ამარაგებს.

ჰეზბოლა

ამ ლიბანურ დაჯგუფებასაც ირანი უჭერს მხარს. თავდაპირველად, შეიქმნა სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაციასთან საბრძოლველად, 1980-იან წლებში.

დაჯგუფების ყველა ფრთა რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მათ შორის — აშშ-სა და ისრაელში.

ფათაჰი

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის დომინანტური პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ხელმძღვანელობს პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

ფათაჰი არის სეკულარული პარტია, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის გადაჭრას ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე.

პალესტინის ხელისუფლება

ასევე, ცნობილი, როგორც პალესტინის ეროვნული ხელისუფლება. ის არის მმართველი ორგანო ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს რაიონებში.

პალესტინის ავტონომია, რომელსაც ამჟამად ფათაჰი ხელმძღვანელობს, დაარსდა 1994 წელს, როგორც ოსლოს შეთანხმების ნაწილი. ის ხუთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების დროებითი მმართველი ორგანო, რომლის მიზანი იქნებოდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (PLO)

ეს არის პოლიტიკური ორგანიზაციების ქოლგა, რომელიც 1964 წელს ჩამოყალიბდა, მიზანი — პალესტინის გათავისუფლებაა.

მასში შედის უამრავი ჯგუფი და პოლიტიკური პარტია და გაეროში პალესტინელებს წარმოადგენს გაეროში PLO-ს მისცეს არაწევრი დამკვირვებლის სტატუსი.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში, დომინანტი პარტია — ფათაჰია.

პალესტინის ისლამური ჯიჰადი (PIJ)

ფოტო: Mahmud Hams—AFP/Getty Images

ეს არის სიდიდით მეორე სამხედრო დაჯგუფება ღაზაში. მას მხარს უჭერს ირანი.

მხარდამჭერები ჰყავს ღაზაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე (კონკრეტულად, ჰებრონსა და ჯენინში) და ლიბანსა და სირიაში.

ჯგუფი, რომელიც 1981 წელს შეიქმნა, ისრაელში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ჰამასისგან განსხვავებით, PIJ არ არის პოლიტიკაში ჩართული. მისი მიზანია ისრაელის დამხობა და პალესტინის ისლამური სახელმწიფოს დაარსება. მათ ჯერათ, რომ შეიარაღება და ძალადობრივი ქმედებები ერთადერთია, რითიც შეუძლიათ, მიზანს მიაღწიონ.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNWRA)

სააგენტო 1948 წელს შეიქმნა და მისია პალესტინელი დევნილებისთვის პირდაპირი დახმარების აღმოჩენაა.

საქმიანობის მთავარი ნაწილი მოსახლეობისთვის განათლების მიცემაა. სააგენტოს აქვს 75-ზე მეტი სკოლა ღაზაში, ასევე, ათეულობით — დასავლეთ სანაპიროზე.

ადგილები

ღაზის სექტორი

მჭიდროდ დასახლებული პალესტინის ანკლავი, სადაც 2 მლნ-ზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს. მათი ნახევარი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.

სიგრძე, დაახლოებით, 40 კმ-ა, სიგანე კი — 10 კმ.

ჰამასი ღაზას 2007 წლიდან აკონტროლებს.

ეგვიპტის კონტროლის ქვეშ ღაზის სექტორი 1948-დან 1967 წლამდე იყო, შემდე კი, 6-დღიანი ომის შედეგად, ღაზა ისრაელმა დაიკავა.

1994 წელს ის პალესტინის ხელისუფლებას გადასცეს, თუმცა იქ რჩებოდა ისრაელის ჯარი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, ასევე, ღაზის სექტორში ებრაული დასახლებების ასაშენებლად.

ისრაელის ჯარი და მოქალაქეები ღაზის სექტორიდან 2005 წელს გამოვიდნენ.

რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტი

რაფას გამშვები პუნქტი

რაფას გამშვები პუნქტი

ფოტო: Mohammed Abed/AFP/Getty Images

ეს არის ერთადერთი გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის. სამი სხვა სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ისრაელის ტერიტორიასთან აკავშირებთ, დაკეტილია.


პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიები

დასავლეთ სანაპიროს, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს გაერო ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად განიხილავს.


ოკუპირებული დასავლეთ სანაპირო

აქ არის პალესტინის დიდი ქალაქები, მათ შორის — ბეთლემი, ჰებრონი, რამალა და ნაბლუსი. დასავლეთ სანაპიროზე, ცხოვრობს, ასევე, ასობით ათასი ისრაელელი. მათი დასახლებები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოა.

ოსლოს შეთანხმებების მიხედვით, რომელზეც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ და ისრაელმა ხელი 1993 და 1995 წლებში მოაწერეს, დასავლეთ სანაპირო სამ ზონად გაიყო.

პირველი ზონა, მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით, 18%-ს მოიცავს. უმეტეს საქმიანობებს აქ, მათ შორის, შიდა უსაფრთხოებას, პალესტინის ადმინისტრაცია (PA) აკონტროლებს. თუმცა, აქ ხშირად შედის ხოლმე ისრაელის სამხედრო ძალები, მათი თქმით, "საგარეო უსაფრთხოების" მიზეზით.

მეორე ზონას დასავლეთ სანაპიროს 21% უკავია. აქ ადმინისტრაციული კონტროლი პალესტინის ავტონომიისაა, თუმცა უსაფრთხოებას ისრაელთან ერთად კოორდინირებულად იცავს.

მესამე ზონა დასავლეთ სანაპიროს, დაახლოებით, 60%-ს მოიცავს. მას თითქმის მთლიანად აკონტროლებს ისრაელი, მათ შორის — უსაფრთხოებას და მშენებლობებსაც. აქ ასობით ათასი ისრაელელი ცხოვრობს.

დასახლებები

დასახლებები

დასახლებები

ფოტო: Jack Guez/AFP via Getty Images

ეს არის ისრაელელების დასახლებები დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის მაღლობებზე.

დასახლებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოება.

აღმოსავლეთ იერუსალიმი

ექვსდღიანი ომის შემდეგ, ისრაელმა მოახდინა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსირება და დაარქვა "გაერთიანებული იერუსალიმი", რასაც გაერო არ აღიარებს.

აღმოსავლეთ იერუსალიმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პალესტინელია. პალესტინელებისთვის იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია, რომელიც მომავალში შეიქმნება.

იერუსალიმი

ქალაქს ისრაელი დედაქალაქად განიხილავს, აქ არის მოთავსებული ქნესეთი (საკანონმდებლო ორგანო) და სხვა სამთავრობო დაწესებულებები.

2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა.

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი

ალ-აქსა

ალ-აქსა

ფოტო: Ahmad Gharabli/AFP via Getty Images

ალ-აქსა იერუსალიმში რელიგიურად ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. ეს არის ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა ადგილი, ისევე, როგორც მუსულმანებისთვის — მესამე ყველაზე წმინდა ადგილი.

მოქმედი წესების თანახმად, მომლოცველებს მეჩეთის ტერიტორიაზე ღამე დარჩენის უფლება არ აქვთ. კომპლექსის მონახულება შეუძლიათ არამუსლიმებსაც, თუმცა მათ იქ ლოცვის უფლება არ აქვთ.

პოლიტიკა, იარაღი და სამართალი

ღაზის ბლოკადა

16 წლის წინ, ისრაელმა და ეგვიპტემ ღაზას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბლოკადა დაუწესეს, რაც ზღუდავს პალესტინელების გადაადგილებას ღაზაში და მის გარეთ, ასევე, შეზღუდულია ღაზის სექტორში საწვავის და სხვა მარაგების შეტანაც.

ადმინისტრაციული დაკავება

ისრაელი რეგულარულად აკავებს პალესტინელებს საკამათო ტაქტიკით, რომელიც ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ წესის თანახმად, ისრაელს შეუძლია დააკავოს პალესტინელი, რომელიც, მათი აზრით, დანაშაულის ჩადენას გეგმავს. დაკავება შეუძლიათ განუსაზღვრელი დროით, სასამართლოს განაჩენის, ან ბრალის წარდგენის გარეშე.

პიროვნების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები მიიჩნევა საიდუმლოდ და ისრაელს არ აქვს ვალდებულება, ის დაკავებულს, ან მის ადვოკატს გაუმხილოს.

რკინის გუმბათი

რკინის გუმბათი

რკინის გუმბათი

ეს არის ისრაელის უაღრესად ეფექტური სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელის რადარების საშუალებით აფიქსირებს ისრაელის ტერიტორიაზე შემომავალ რაკეტებს და მათ გასაუვნებელყოფად, ჩამჭრელ რაკეტებს უშვებს.

წაიკითხეთ უფრო მეტი: როგორ მუშაობს ისრაელის "რკინის გუმბათი" — დეტალურად

პალესტინელი დევნილების სახლებში დაბრუნების უფლება

გაეროს თანახმად, "დაბრუნების უფლება არის პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების ფუნდამენტური საყრდენი“.

ის ეფუძნება გაეროს 1948 წელს მიღებულ რეზოლუციას და დამატებით საერთაშორისო ჩარჩოებს, რომლის მიხედვით, ლტოლვილებს უფლება აქვთ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში ან, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ კომპენსაცია დაკარგული, ან დაზიანებული ქონებისთვის.

ისრაელი არ მიიჩნევს, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ მშობლიურ მიწებზე.

ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა

ეს ითვალისწინებს, ერთმანეთის გვერდით, ორი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას: ისრაელისა და პალესტინის.

მის ჩარჩოს, რომელიც დაფუძნებულია 1967 წლის საზღვრებზე, მიწის შეთანხმებული გაცვლებით, მხარს უჭერს ბევრი დასავლეთის ქვეყნის მთავრობა, მათ შორის - აშშ-ის.

თუმცა, ბევრისთვის საკამათოა, არის თუ არა "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა" კვლავ შესაძლებელი, 5 ათწლეულზე მეტხნიანი ოკუპაციისა და ისრაელის დასახლებების არეალის გაფართოების შემდეგ.

ისტორია

პირველი და მეორე ინტიფადა

ინტიფადები არის პალესტინელების განმათავისუფლებელი მოძრაობები ისრაელის წინააღმდეგ.

პირველი ინტიფადა 1987 წლის დეკემბერში დაიწყო და 1993 წელს დასრულდა, ოსლოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

ჰამასი პირველი ინტიფადის დასაწყისში ჩამოყალიბდა.

ისრაელი მკაცრად გააკრიტიკეს პირველი ინტიფადის დროს სასტიკი დარბევების გამო. აჯანყებების შედეგად, დაახლოებით 1000 პალესტინელი და 150 ისრაელელი დაიღუპა.

მეორე ინტიფადა 2000 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ოპოზიიის ლიდერმა, არიელ შარონმა ალ-აქსას მეჩეთი მოინახულა, ქალაქში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უკმაყოფილება და ბრაზი, პალესტინელებს შორის, სულ უფრო იმატებდა. საბოლოოდ კი ოსლოს პროცესი შეწყდა და ბრძოლა დაიწყო, რომელსაც ისრაელმა დარბევებით უპასუხა.

მეორე ინტიფადის დროს გამოჩნდნენ თვითმკვლელი პალესტინელი მებრძოლებიც.

2005 წლის დასაწყისისთვის, 3 ათასზე მეტი პალესტინელი და 1000-ზე მეტი ისრაელელი იყო დაღუპული.

ნაქბა

ნაქბა

ნაქბა

ფოტო: Alamy Stock Photo

ნაქბა, ანუ "კატასტროფა" ჰქვია მოვლენას, რომლის დროსაც, პალესტინელები იძულებულები გახდნენ, მასობრივად გადასახლებულიყვნენ, ბევრი მათგანი მოკლეს.

ამის შემდეგ, 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფო დაარსდა.

ოსლოს ხელშეკრულებები

ორი შეთანხმება, რომლებზეც ხელი მოაწერეს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებმა 1993 და 1995 წლებში.

მათი მიზანი იყო, მისულიყვნენ 2 სახელმწიფოს გადაწყვეტამდე, რაც ვერ მოხერხდა.