7 კითხვა ტრენინგებზე დასწრების გამო, "გადატრიალების საქმეზე" დაბარებულ ხელოვანებს
მთავრობაში პარტია ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, 2014 წლიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გადატრიალების საქმეებზე" პერიოდულად საუბრობს ხოლმე, მაგრამ ამგვარი საქმეების გამოძიების მსვლელობაზე, მეტწილად, არაფერს ამბობს.
- 315-ე მუხლით აღძრული საქმეებიც ბევრი დაგროვდა. ეს მუხლი გულისხმობს "შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად".
- 2023 წლის 18 სექტემბერს, სუს-მა ამგვარი საქმეების "კოლექციას" მორიგი — "ტრენინგების საქმე" შემატა, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე — ბრიფინგზე მხოლოდ განცხადების წაკითხვით შემოიფარგლნენ.
სტრიქონებს შორის: საზოგადოებრივად, თუ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში შიშის დათესვის მცდელობას უფრო ჰგავს და რეალურად, გამოუძიებელი "გადატრიალების საქმეები" ავტორიტარული მმართველობისთვის მახასიათებელი ინსტრუმენტია — პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისა და მოსახლეობაზე ინფორმაციული მანიპულაციის მიზნით.
რით განსხვავდება "ახალი გადატრიალების საქმე" წინა წლების იდენტური საქმეებისგან:
- 2014 წლიდან, სუს-ის "გადატრიალების საქმეების" მთავარი მონაწილეები მეტწილად, პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.
- პოლიტიკოსების გვარები ახალ საქმეშიც ახსენა სუს-მა, თუმცა, ეს საქმე სხვებისგან იმით არის გამორჩეული, რომ საფრთხედ დასახელდნენ ადამიანები ხელოვნების სფეროდანაც, რომლებიც სექტემბერში, USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული ტრენინგებს ესწრებოდნენ.
7 კითხვა NEWS.On.ge-სგან:
2023 წლის 18 სექტემბრის შემდეგ, მათგან მტრის ხატს არა მხოლოდ გამოძიება — მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული მედია-რესურსებიც ქმნიან.
On.ge ხუთ მათგანს ესაუბრა. თითოეულს იდენტური კითხვები დავუსვით. ხელოვანების პასუხები კი იმას გვაჩვენებს, როგორია მათი მოქალაქეობრივი, თუ სახელმწიფოებრივი ხედვა.
ნახეთ ვიდეო აქ:
კომენტარები