გიორგი გიორგაშვილი

2023 წლის 16 ოქტომბერს გიორგი გიორგაშვილი NEWS.On.ge-ის მთავარი რედაქტორი გახდა. მანამდე, 2021 წელს ის On.ge-ის მულტიმედია პროდიუსერი იყო. 2013-2021 წლებში, სხვადასხვა დროს მართავდა ონლაინ-გამოცემებს პალიტრას გაერთიანებულ ნიუსრუმში და იყო ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემის, საღამოს ნიუსრუმის პროდიუსერი და წამყვანი. ასევე, თანამშრომლობდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და გამოცემებთან: მედიაჩეკერი, პროექტი 64, მთის ამბები. როგორც ჟურნალისტი, მეტწილად, დაინტერესებულია პოლიტიკით, მედია გარემოსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებით.