ჩენდლერ ბინგის ყველაზე სასაცილო მომენტები Friends-დან
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პერის კარიერის განმავლობაში უამრავი როლი შეუსრულებია, მან ჩენდლერ ბინგის სახით ყველასთვის საყვარელი, დაუვიწყარი პერსონაჟის სახე შექმნა. ამ სტატიაში Friends-დან ჩენდლერის ყველაზე სასაცილო მომენტებს გავიხსენებთ.
1. როცა მან მონიკას, რეიჩელსა და ფიბის ერთმანეთის მიყოლებით აკოცა
ფოტო: NBC
ალბათ, ყველას გვემახსოვრება, როგორ უმალავდნენ ჩენდლერი და მონიკა მეგობრებს თავიანთ ურთიერთობას. სწორედ ამ პერიოდში ჩენდლერი დამშვიდობებისას მონიკას ინსტიქტურად კოცნის, შემდეგ კი სიტუაციიდან თავის დასაძვრენად რეიჩელსა და ფიბისაც მსგავსად ემშვიდობება.
2. როცა ფიბიმ ჩენდლერის ცდუნება სცადა
ფოტო: NBC
მაყურებლების ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდი ცნობილი ფრაზითაც გაგვახსენდება — They Don't Know That We Know They Know We Know. როცა რეიჩელი და ფიბი შემთხვევით მონიკასა და ჩენდლერის ურთიერთობის შესახებ გაიგებენ, იმისთვის, რომ წყვილი სიმართლეში გამოტეხონ, ფიბი ჩენდლერის ცდუნებას ცდილობს და ეუბნება, რომ მოსწონს. ბინგიც იმის დასამტკიცებლად, რომ მონიკას მიმართ გრძნობები არ აქვს, იტყუება და იმავეთი პასუხობს. სერია საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ჩენდლერი მონიკას სიყვარულში გამოუტყდება.
3. როცა ჩენდლერი ვერ იხსენებს ჯოუის შვიდი დიდან რომელს აკოცა
ფოტო: NBC
ჯენისთან დაშორების გამო გულნატკენი ჩენდლერი ჯოუის დაბადების დღეზე მისი შვიდი დიდად ერთ-ერთს აკოცებს, შემდეგ დღეს კი ამაოდ ცდილობს, გაიხსენოს, რომელი მათგანია მერი-ანჯელა. ვერ გავამტყუნებთ — მსგავსი გარეგნობისა და ჩაცმულობის მქონე დების ერთმანეთისგან გარჩევა მართლაც ძნელია.
4. როცა ჩენდლერი ჯენისის თავიდან მოსაშორებლად იემენში გაფრინდა
ფოტო: NBC
მიუხედავად იმისა, რომ ჯენისის პერსონაჟი 10-სეზონიან სერიალის სულ 19 ეპიზოდში გამოჩნდა, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც შოუზე გვახსენდება. ჩენდლერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჯენისს შემთხვევით აწყდება და მის მოშორებას ამაოდ ცდილობს. ამჯერად ბინგი მას არწმუნებს, რომ საცხოვრებლად იემენში გადადის, რის გამოც საბოლოოდ 2100$-იანი თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და ქვეყნის დატოვება მართლაც უწევს.
5. როცა ის ოფისში ხელბორკილებით მიაბეს
ფოტო: NBC
როგორც ხედავთ, ჩენდლერს მონიკამდე სასიყვარულო ურთიერთობებში არ უმართლებდა და როცა რეიჩელის ბოსთან, ჯოანასთან, რომანს გააბამს, ის ჩენდლერს ბორკილებს დაადებს და კარადაზე მიაბამს, თვითონ კი შეხვედრაზე წავა. ბორკილებდადებულ ჩენდლერს შემდეგ რეიჩელი და მისი თანამშრომელი წააწყდებიან.
6. როცა ჩენდლერი ჯოუისთან შესარიგებლად 6 საათი ყუთში იჯდა
ფოტო: NBC
მადლიერების დღის ეპიზოდები Friends-ში ყოველთვის გამორჩეული იყო, ამჯერად კი მეოთხე სეზონი უნდა გავიხსენოთ, როცა ჩენდლერს ჯოუის ყოფილი შეყვარებული, ქეითი, შეუყვარდა და მასთან ურთიერთობა დაიწყო, შემდეგ კი, იმისთვის, რომ მეგობრის პატიება დაემსახურებინა, მადლიერების დღეზე 6 საათი ყუთში გაატარა.
7. როცა მან აბაზანის მისაღებად მონიკას თავის მოვლის საშუალებები მოპარა
ფოტო: NBC
ურთიერთობის დაწყების მერე მონიკამ ჩენდლერს თავის მოვლის საშუალებები გააცნო, მათ შორის, აბაზანები, რასაც ჩენდლერი მარტივად შეიყვარებს და მონიკას თავის მოვლის საშუალებებს მოპარავს კიდეც, რომ აბაზანის მიღებისას გამოიყენოს. სწორედ ამ დროს მეგობრები მას თავზე წაადგებიან.
8. როცა ჩენდლერი ვიქტორია სიკრეტის მოდელთან ერთად ოთახში გაიჭედა
პირველი სეზონის დასამახსოვრებელი მომენტებიდან ერთ-ერთი ნამდვილად ისაა, როცა ჩინდლერი მოდელ ჯილ გუდაკრთან ერთად ბანკომატის ვესტიბიულში გაიჭედება. დაბნეულმა ჩენდლერმა არ იცის, როგორ მოიქცეს და რჩევის საკითხავად ჯოუის დაურეკავს. ბოლოს, როცა ჯილი მას საღეჭ რეზინს შესთავაზებს, ღეჭვისას ჩენდლერი ლამის დაიხრჩობა და მოდელის წინაშე თავს შეირცხვენს.
9. როცა სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ჰიპნოზი ჩაიტარა
ფოტო: NBC
რთულია, ჩენდლერის სიგარეტზე დამოკიდებულება დაგავიწყდეს. მან მოწევისთვის თავის დანებება რამდენჯერმე სცადა და მეგობრებს ატყუებდა კიდეც, რომ არ ეწეოდა. საბოლოოდ, ჩენდლერი სიგარეტისთვის თავის დასანებებლად შემთხვევით ქალი მწეველებისთვის განკუთვნილ ჰიპნოზის ჩანაწერს იყიდის, რომელიც წარმატებულად დაარწმუნებს, რომ "ძლიერი, თავდაჯერებული ქალია" და მოწევა არ სჭირდება.
10. როცა მთელი დღე ლურჯი ტუჩსაცხით დადიოდა
ფოტო: NBC
ჩენდლერი ამჯერადაც შარში გაეხვა — მან ჯოუის უთხრა, რომ იაპონური კოსმეტიკის რეკლამას, რომელშიც ტრიბიანი მონაწილეობას იღებდა, უყურა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. ჯოუისთან შესარიგებლად ჩენდლერი მთელი დღე ლურჯი ტუჩსაცხით დადიოდა და ამბობდა, რომ "პატარა, ლამაზი გოგოა".
იხილეთ ასევე:
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები