კლონი 16 წლის გახდა - როგორ გამოიყურებიან ბრაზილიური სერიალის მსახიობები დღეს
2001 წელს ამერიკაში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, მუსლიმური სამყარო არც თუ ისე სახუმარო თემა გახდა. მაშინ, როდესაც გლორია პერესმა სერიალ კლონის სცენარი გლობოს ხელმძღვანელებთან წარადგინა, პროექტის დასამტკიცებლად დიდი დრო დასჭირდათ.
თავდაპირველად, ჰადეს როლზე ლეტისია სპილერი დაამტკიცეს, დიეგოსა და ლუკასის როლზე კი გლორიას ედუარდო მოსკოვისი სურდა, რომელთანაც 1998 წელს სერიალზე იოლი ფული იმუშავა. ლეტისიამ და ედუარდომ კლონში თამაშზე უარი თქვეს, რადგან ჩათვალეს, რომ მუსლიმური თემა იმ დროს დიდ უარყოფით მუხტს გამოიწვევდა და ეს მათ კარიერაზე ცუდად იმოქმედებდა.
მურილო ბენისიოს, მთავარი როლი მხოლოდ შვიდსაათიან ნოველაში ჰქონდა ნათამაშები, ჯოვანას ყველაზე დიდი კოზირი კი კაპიტუს როლი იყო მანუელ კარლოშის სერიალში ოჯახური ურთიერთობები. მიუხედავად ამისა კასტინგის გავლის შემდეგ რეჟისორმა ჟაიმე მონჟარდიმმა და სცენარის ავტორმა გლორია პერესმა ერთხმად აღიარეს, რომ ჰადე და ლუკასი იპოვეს.
კლონი არამარტო ყველაზე ძვირადღირებული სერიალი გახდა, რომელსაც ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე NBC-ის მაღაზიის გვერდით თავისი მაღაზია გაუხსნეს, არამედ მუსლიმურ სამყაროზე შეხედულებები შეცვალა.
წარმატებული აღმოჩნდა სერიალი ჯოვანა ანტონელისათვისაც, რომელსაც ყველა კარი გაეხსნა და მეორე ხარისხოვანი როლების ნაცვლად ექსკლუზიური გლობოსგან კონტრაქტი მიიღო.
მურილო ბენისიო, კი როგორც ცნობილი მექალთანე, 221 სერიაში ასახულ ვნებას ცხოვრებაშიც დანებდა და ჯოვანა ანტონელის ოფიციალური საქმრო გახდა. წყვილმა ერთად ექვსი წელი გაატარა და 2007 წლის დასაწყისში დაშორდნენ.
ისევე როგორც სხვა ყველაფერში, ლათინოამერიკულ სერიალებშიც არსებობს სტანდარტები. ბრაზილიური კომპანია გლობოს სერიალები არა მხოლოდ სტილითა და სიუჟეტით, არამედ კარგი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა. მისი ვარსკვლავები ყოფილან ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ოქროს დათვისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები და ნომინანტები. კომპანიის სერიალებს კი არაერთხელ მიუღიათ Emmy Interational-ის მთავარი პრიზი. აღსანიშნავია ისიც, რომ გლობო მსოფლიოს მასშტაბით სიდიდითა და კომერციული წარმატებით მეორე არხია, რომელიც მხოლოდ ამერიკულ ABC-ს ჩამოუვარდება.
გლობო ყოველ ახალ სერიალს საკუთარ სივრცეს უქმნის, ნამდვილი შენობებითა და ქუჩებით. გადაღება ძირითადად პროჟაკში, მსოფლიოს ყველაზე დიდ სატელევიზიო ქალაქში იგეგმება ხოლმე.
სერიალის გამოსვლიდან უკვე 16 წელი გავიდა. კლონი მსოფლიოს მასშტაბით ასზე მეტ ქვეყანაში უჩვენეს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალად რჩება, რომლის ფინალსაც ბრაზილიაში 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.
მოდით, ვნახოთ როგორ გამოიყურებიან "კლონის" მსახიობები დღეს, სერიალის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ.
ჯოვანა ანტონელი - ჰადე
მურილიო ბენისიო - ლუკასი, დიეგო და ლეო
ვერა ფიშერი - ივეტი
დებორა ფალაბელა - მელი
ლეტიცია საბატელა - ლატიფა
ჟუკა დე ოლივეირა - ალბიერი
ადრიანა ლესა - დეუზა
რეჟინალდო ფარია - ლეონიდასი
დალტონ ვიგი - საიდი
დანიელა ესკობარი - მაისა
ელიანე ჟარდინი - ნაზირა
ანტონიო კალონი - მუჰამედი
სტენიო გარსია - ალი
ჟანდირა მარტინსი - ზორაიდე
ნეუზა ბორჟსი - დალვა
მარსელო ნოვაესი - შანდე
ნივეა მარია - ედნა
სოლანჟ კოუტო - დონა ჟურა
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები