5 იარაღი, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი მოკლეს
ომი, სამწუხაროდ, ჩვენი სახეობისთვის დამახასიათებელი და ჩვეული ამბავია. ეს ის პრაქტიკაა, რომელიც სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ტომობრივ წყობილებებში გაჩნდა და დღემდე მოგვყვება. ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების პარალელურად ომები თითქოს შემცირდა, თუმცა ახლაც ვხედავთ, რომ კონლფიქტები არ სრულდება.
შესაბამისად, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ თუ რომელმა იარაღმა შეიწირა ყველაზე მეტი სიცოცხლე მთელი ამ დროის განმავლობაში. მოდით ვნახოთ.
რა ხდის იარაღს ყველაზე "სასიკვდილოს?"
სანამ დავიწყებთ, უნდა განვსაზღვროთ რა იგულისხმება ყველაზე მეტად მომაკვდინებელში. როგორც მიხვდებოდით, ზუსტი ციფრების მოყვანა შეუძლებელია (რადგან ჩანაწერები და მტკიცებულებები ყოველთვის არ არსებობდა), მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა იარაღის გამოყენების ხანგრძლივობა, მისი გამოყენების სიხშირე და, რა თქმა უნდა, მკვლელობის პოტენციალი.
რამდენადაც შეიძლება განვსაზღვროთ მთლიანობაში ომების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 150 მილიონიდან 1 მილიარდამდეა. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60 მილიონს მიაღწია. იმ დროისთვის დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდი იყო, ანუ ადამიანების 3-პროცენტი ომმა შეიწირა.
დავიწყოთ ეპოქებით:
ანტიკური ხანა ( ჩვენი წელთაღრიცხვით 500 წლამდე)
დაღუპულთა საერთო რაოდენობა: დაახლოებით 58 000 000.
იარაღის ძირითადი ტიპები: გრძელი წვეტიანი ნივთები, როგორიცაა შუბები, ქვები, მშვილდი, ისარი, ხმლები, ხანჯლები და ცულები.
შუა საუკუნეები (500-დან 1700 წლამდე)
დაღუპულთა საერთო რაოდენობა: დაახლოებით 117 000 000
იარაღის ძირითადი ტიპები: მშვილდი, ისარი, ხმლები, ხანჯლები და ცულები.
თანამედროვე ეპოქა (1700 წლიდან - დღემდე)
დაღუპულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 396 000 000
იარაღის ძირითადი ტიპები: მოკლელულიანი სასროლი იარაღი (პისტოლეტი), ტყვიამფრქვევი, არტილერია, ბომბები, ქიმიკატები და ბიოლოგიური იარაღი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვნახოთ, რომელმა იარაღმა შეიწირა ყველაზე მეტი ადამიანი.
1. გამარჯვებული არტილერიაა
მოკლულთა სავარაუდო რაოდენობა 196 მილიონი.
არტილერია, კერძოდ, დენთის ქვემეხები, ჯერ კიდევ ძველი ჩინეთიდან ევროპაში მე-13 საუკუნეში გავრცელდა. ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. არტილერიას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა პირველ მსოფლიო ომში. თანამედროვე კონფლიქტებში ის ჯერ კიდევ ყველაზე მომაკვდინებელი იარაღია, რომელიც ომების ბედს წყვეტს.
2. შემდეგი პატარა იარაღია
მოკლულთა სავარაუდო რაოდენობა 141 მილიონი.
ეს შეიარაღება პირველად გვიან შუა საუკუნეებში გამოჩნდა. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ეს ცეცხლსასროლი იარაღი თანამედროვე თოფებად, ავტომატებად და პისტოლეტებად ტრანსფორმირდა. მსგავსი იარაღი ისაა, რომელსაც დღეს ყოველი ჯარისკაცი იყენებს.
3. გრძელტარიანი იარაღი
მოკლულთა სავარაუდო რაოდენობა 60 მილიონი.
ეს ერთ-ერთი უძველესი იარაღია. საუბარი გვაქვს გრძელტარიან ჯოხებზე, რომელიც ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში ცხოველებზე ნადირობისას გამოიყენებოდა. შესაბამისად, უძველესი ომების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ ის იყო.
რაც საინტერესოა, მსგავსი შეიარაღება ადამიანს დიდხანს გამოყვა. ეს შეიარაღება შუა საუკუნეებში და ზოგ შემთხვევაში გვაინდელ შუა საუკუნეებშიც გამოიყენებოდა.
4. ხმლები და ხანჯლები
მოკლულთა სავარაუდო რაოდენობა 53 მილიონი.
ეს კაცობრიობის კიდევ ერთი უძველესი იარაღია. ხმლის წარმოშობა ბრინჯაოს ხანასთანაა დაკავშირებული. ათასწლეულების მანძილზე მისი დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. სხვადსხვა კულტურა მას სხვდასხვა ფორმას აძლევდა: რომაული გლადიუსიდან იაპონურ კატანამდე, ის უნივერსალური არასდროს იყო.
5. "ერთგვარი ხელკეტი" (Mace)
ჩვენი სახეობის კიდევ ერთი უძველესი იარაღი, "ჯოხის" მსგავსი იარაღი და მოგვიანებით ხელკეტები, თარიღდება პრეისტორიული დროით.
სავარაუდოდ, მას თავდაპირველად ნადირობისთვის იყენებდნენ. მისი შექმნა ადრეულ პერიოდთანაა დაკავშირებული. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მისი "პირი" სულ უფრო ბასრი და მომაკვდინებელი ხდებოდა.
ამ შეიარაღების გამოყენება ყველაზე აქტიურად შუა საუკუნეების ევროპაში ხდებოდა. დროსთან ერთად მსგავსი იარაღი დენთმა ჩაანაცვლა.
კომენტარები