შალვა პაპუაშვილი

19 Oct. 2023, 13:20

სალომე ზურაბიშვილი ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს. ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც, გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის ცდილობს, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს, ის მიადგა კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა არის ის, რომ ის არის სახელმწიფო. გუშინ ვთქვი მე კიდევაც, ლუი XIV-ის პათოსით საუბრობდა, ფაქტობრივად, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის. მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9—12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში…