შალვა პაპუაშვილი

19 Oct. 2023, 13:46

16 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი [ზურაბიშვილის] არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა ასეთი კონსტიტუციის დარღვევისა. 

ჩვენ მოველით ყველას მხრიდან, ჩვენი მეგობრების მხრიდან და იმ თანამეგობრობის მხრიდან, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნებისა, რომელის ნაწილიც ჩვენ გავხდით 30 წლის წინ და გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა გვქონოდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პატივისცემა, სხვების მხრიდან, გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუ ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენმა პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა ხინკალს და ხაჭაპურს, ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…