მკვლევრები CRISPR-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობენ — გენური ინჟინერიის ახალი ინსტრუმენტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრები ახალ ინსტრუმენტზე მუშაობენ, რომელსაც CRISPR-ის ჩანაცვლება შეუძლია. საუბარია Fanzors-ზე, რომელიც უმაღლესი ორგანიზმების მრავალფეროვან ჯგუფში გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევრები თავის დროზე CRISPR-ის აღმოჩენასა და განვითარებაზე მუშაობდნენ.
CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირება დნმ-ის მოლეკულებისა და ცოცხალი უჯრედების გენეტიკური მასალის ზუსტად "ამოჭრის" საშუალებას იძლევა. ამ პროცესში რნმ-ის მოლეკულაა ჩართული, რომელიც ცოცხალ უჯრედებში გვხვდება.
შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
აღმოჩენის შემდეგ, CRISPR-მა გენური ინჟინერია თავდაყირა დააყენა. ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
და აი ახლა, როგორც ჩანს, გამოჩნდა ახალი ინსტრუმნეტი და მას Fanzors ჰქვია.
როგორ მუშაობს Fanzors?
CRISPR-ის მსგავსად, Fanzors რნმ-ის მოლეკულებს იყენებს. ამასთან, Fanzors ხელსაყრელია, რადგან ის გვხვდება ევკარიოტებშიც. ამ ორგანიზმებს აქვთ მემბრანა, რომელიც ატარებს გენეტიკურ მასალას. ამას ბირთვი ეწოდება და უჯრედის შიგნით გვხვდება.
CRISPR სათავეს ბაქტერიებიდან იღებს, რომლებიც პროკარიოტები არიან და არ გააჩნიათ ბირთვი. ევკარიოტების მსგავს, დახვეწილ ორგანიზმებში მუშაობისას, Fanzors შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს სხვა ევკარიოტული უჯრედებისთვის — როგორიცაა ადამიანის უჯრედები.
CRISPR-ის მსგავსად, მკვლევრების ჯგუფმა უკვე გვიჩვენა, რომ ახლად აღმოჩენილი ფერმენტები შეიძლება გამოიყენონ ადამიანის დნმ-ის ზუსტი რედაქტირებისთვის, რაც CRISPR-ის შემთხვევაში შედარებით პრობლემურია.
საიდან გაჩნდა Fanzors?
მიუხედავად იმისა, რომ Fanzors აქამდეც ცნობილი იყო, მკვლევრებმა მოიძიეს მეტი ფერმენტი, რომელსაც მოლეკულური მაკრატლის ფუნქციის შესრულება შეუძლია.
ძიების შედეგად 3600-ზე მეტი Fanzor-ის ფერმენტი აღმოაჩინეს. ისინი გვხვდება როგორც ევკარიოტებში ისე ვირუსებში. შემდეგ ჯგუფმა მათი კლასიფიცირება შეძლო.
მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მახასიათებლები Fanzors-ს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის, ვიდრე ეს CRISPR-ია.
მკვლევრების თქმით, Fanzors გენური ინჟინერიის მხრივ ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
კომენტარები