ახალ ნაშრომში მეცნიერები საინტერესო და უჩვეულო სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან. საუბარია პაციენტზე, რომელიც მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ფიზიკურმა ზეწოლამ მისი მარჯვენა სათესლე ჯირკვალი კანის აპკიდან ამოაგდო და მუცლის არეში უბიძგა.

საზარდულის არხი.

ფოტო: Getty

ჯირკვალი იქ საზარდულის არხიდან მოხვდა, რომლის სიგრძეც ზრდასრულებში 4-დან 6 სანტიმეტრამდეა. ის სხეულის ჩამოყალიბებისას ფორმირდება, როცა ემბრიონული განვითარებისას გენიტალია მუცლის არიდან გარეთ გამოდის. ის გვხვდება როგორც კაცების, ისე ქალების რეპროდუქციულ სისტემაში, თუმცა სტრუქტურა განსხვავებულია.

ტრავმის შედეგად სათესლე ჯირკვლის აპკიდან ამოგდება ძალიან იშვიათია. ამის მიუხედავად, ეს ყველაზე ხშირად (80%) სწორედ 20-30 წლის ასაკის იმ კაცებში ფიქსირდება, რომლებიც მოტოციკლით მოყვნენ ავარიაში. აქედან მხოლოდ 6%-ში ხვდება სათესლე ჯირკვალი მუცელში.

კვლევიდან ვიგებთ, რომ ექიმებმა ჯერ პაციენტის საზარდულში დაგროვებული სისხლი გამოტუმბეს, შემდეგ კი ჟანგბადისგან დაცლილი სათესლე ჯირკვლები გაათბეს, სანამ ნორმალურ ფერს დაიბრუნებდა. მათ მუცელში შევარდნილი ჯირკვალი ორქიპექსიის სახელით ცნობილი პროცედურის მეშვეობით ადგილზე დააბრუნეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ჯირკვლის დაფიქსირება ძნელდება, რადგან ამაში მათ დიდი ოდენობით სისხლი უშლის ხელს. ყოფილა შემთხვევა, რომ დიაგნოზის დასასმელად ექიმებს თითქმის 1 წელი დასჭირვებიათ, მსგავსი ტრავმისას კი დროული ოპერაცია მნიშვნელოვანია.

მცირედი დაგვიანებით ჩაუტარდა პროცედურა ზემოხსენებულ პაციენტსაც. მან სამედიცინო დაწესებულებას სათესლე პარკში არსებული ჰემატომით მიაკითხა. იქ დაგროვებული სისხლის გამო მათ კაცი სათანადოდ ვერ გამოიკვლიეს და ჯერ სისხლდენის შეჩერება დაისახეს მიზნად ისევე, როგორც შინაგანი ორგანოების შემოწმება. საბოლოოდ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მარჯვენა სათესლე ჯირკვლის მდებარეობა გამოავლინა.

6 თვეში პაციენტის ანალიზები უკვე მწყობრში იყო. მას მნიშვნელოვანი რეპროდუქციული ფუნქციები არ დაუკარგავს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMJ Case Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.