რეცენზია: ლევან წულაძის მესამედ მოსვლა ოტელოს შთაგონებით
ფოტო: SOLO
როდესაც წერეთლის გამზირზე, Factory Tbilisi — ის ტერიტორიაზე, თითქმის ჰაიტ-ტეკით შთაგონებულ თუ მოპირკეთებულ გიგანტურ სივრცეს გადასერავთ, მალევე ახლადშექმნილ თეატრალურ დარბაზს მიადგებით. წარწერა შესასვლელში, კედელზე — Theatre Factory 42, ბევრისთვის შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს, მაგრამ არა თეატრით მოწამლულთათვის. ისინი ამ არცთუ მისტიკურ რიცხვ 42-ში, ერთ დროს რუსთაველის N42-ში მდებარე თეატრალური სარდაფის გამოძახილს გაიგონებენ, ან იმდროინდელ ატმოსფეროს გაიხსენებენ.
ბნელ და ცივ 90-იან წლებში, ლევან წულაძემ სხვა ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად, რუსთაველზე საკუთარი ხელით ააშენა პირველი თავისუფალი თეატრალური სივრცე, უფრო ზუსტად, თეატრალური სარდაფი. ეს იმ დროინდელ, მკაცრად სტრუქტურირებულ თეატრალურ სამყაროში მართლაც გამორჩეული და იგავად ქმნილი ამბავი იყო.
ფოტო: SOLO
სარდაფში ლამის ათეული წლის მუშაობის შემდეგ, ლევან წულაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა; ხოლო იქ მიღებული მძიმეწონიანი, მრავალწლიანი გამოცდილება უკვე 2023 წლის სექტემბრიდან, ახალ სივრცესა და განზომილებაში, ახალ თეატრში გადმოიტანა. საკუთარ, გამოცდილ გუნდთან ერთად!
მოკლედ, ის მესამედ შედის იმ მდინარეში, სადაც გაბედული იდეებით აღჭურვილი თანამოაზრეები (პირველ რიგში, მუდამ ახლის მაძიებელი არტ-მენეჯერი და დირექტორი ეკა მაზმიშვილი) დინების საწინააღმდეგო ცურვას ხელახლა, მაგრამ სიჯიუტეში გავარჯიშებული ძალისხმევით სწავლობენ.
ახალ სივრცეში შექმნილი შექსპირის ოტელო, რითაც თეატრ სახელოსნო 42-მა სიცოცხლე დაიწყო, თამამი განაცხადია, მითუმეტეს კლასიკურ შლეიფად ქცეული ხატების — აკაკი ხორავასა და ოთარ მეღვინეთუხუცესის ფონზე, რომ არაფერი ვთქვათ მითოლოგიურ ჭაბუკიანზე. თუმცა შექსპირი ის დრამატურგია, რომელიც თეატრალური დარბაზების ფარჩა-ატლასებსაც ბუნებრივად აიტანს, თამბაქოთი გაპოხილი კლუბების პირობითობასაც და ყოფილი ქარხნის ახლად მოპირკეთებული კედლების მოშინაურებულ გაუცხოებასაც.
ვიდრე მაყურებელი ოტელოს ვნებებს პრემიერაზე ნახავდა, ის ჯერ კიდევ ზაფხულში, ვერონაში, შექსპირის ფრინჯ ფესტივალზე შეაფასეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა. მაგალითად, ერთ-ერთი რეცენზენტი წერდა: „ქართველი რეჟისორის, ლევან წულაძის მიერ დადგმულ ოტელოში კარგად ჩანს მყარად ფესვგადგმული საშემსრულებლო ტრადიცია, რომელსაც მსახიობების ბუნებრივი ემოციურობაც ემატება“… ამ „ფესვგადგმულ საშემსრულებლო ტრადიციას“ ასევე კარგად დაინახავს და იგრძნობს ქართველი მაყურებელი ახალი თეატრის ორაქტიან წარმოდგენაში, სადაც ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ.
ფოტო: SOLO
გიგანტური სცენური სივრცე, რითაც Theatre Factory 42 გამოირჩევა, ნამდვილად უტოვებს რეჟისორსა და სცენოგრაფ ლევან წულაძეს დიდი მანევრების საშუალებას. სიტყვამ მოიტანა და ოტელო თავისი უცნაური და ხილული პოეტურობით, შლეგი და რომანტიკული თავგადასავლებით, სამხედროებისა და მშვენიერი ქალების რომანებით, ახლოა რენე კლერის დიდ მანევრების ატმოსფეროსთან (ჟერარ ფილიპისა და დანიელ დარიეს მონაწილეობით). თუმცა, ნებისმიერი ინსპირაცია მაინც სუბიექტური შთაბეჭდილებების ერთობლიობაა, რომლითაც თეატრი განსხვავებული სახელოვნებო ადგილებიდან და სივრციდან იკვებება.
…კვიპროსი, სადაც გამარჯვებული, მაგრამ საბრძოლო იარებით დაღდასმული და პირქუში ოტელო (ნიკა კუჭავა) ბრუნდება, უფრო რომანტიკული თავგადასავლების მოლოდინშია. სანაპიროზე შეკრებილი მშვენიერი ქალები ზღვას გასცქერიან და კაცებს ელიან. დეზდემონა (ანუკა გრიგოლია), ემილია (ანკა ვასაძე) და ბიანკა (მარიამ ღვინიანიძე) გეგონებათ დიდი ხნის მეგობრები არიან. რეჟისორი მათ შორის არსებულ მკვეთრ სოციალურ და იერარქიულ ბარიერებს საგანგებოდ შლის და გვიყვება ამბავს ქალების შესახებ, რომლებსაც სიყვარული და ბედნიერება სურდათ… სინამდვილეში კი ომისგან დასახიჩრებული კაცების შიშნარევი სურვილები, თითქმის უგრძნობი და სავალდებულო თანაგრძნობა და ათასგვარი კომპლექსებით დახუნძლული ძალადობა იგემეს.
ოტელოსა და დეზდემონას ფაქიზი ურთიერთობა სპექტაკლის დასაწყისში, კასიოსა (ანდრია გველესიანი) და ბიანკას სასიყვარულო თავგადასავლები, იაგოსა (პაატა პაპუაშვილი) და ემილიას ნახევრად ამორტიზირებული ვნებანი, როდრიგოს (ნიკუშა ბაქრაძე) ფაქიზად ფარულ ლტოლვა დეზდემონასადმი — თითქოს დიდი და რომანტიკული უვერტიურაა, ვიდრე ავადმყოფური, ყოვლისწამლეკავი და სულის შემხუთავი ეჭვიანობის ატმოსფერო არ გაანადგურებს მზითა და სიყვარულით გამთბარ ამ კუნძულს.
ფოტო: SOLO
„თუ დეზდემონა დავკარგე, მოვა ქაოსი“- ცუდი სიზმარში ნანახი ნაწყვეტივით იმეორებს ოტელო; „ჩემი გეგმა ბუნდოვანია, მაგრამ გზადაგზა დაიხვეწება“ — უფრო მეტჯერ და ცინიკურად იმეორებს იაგო. მეტწილად სწორედ მათი დუეტი თუ დუელი განსაზღვრავს სპექტაკლის ლოგიკურ და ემოციურ მდინარებას. თუ ერთისთვის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვა სამყაროს ქაოსის ტოლფასია, მეორისთვის მაღალი თანამდებობა, პირადი ამბიცია, საჭირო დროს ცილისწამება და შურისძიება, ნებისმიერ სხვა ფასეულობაზე მეტია.
საინტერესოა ერთი დეტალიც, რომელსაც რეჟისორი იაგოს ცოლისადმი ეჭვიანობას უკავშირებს. ოტელოს განადგურების გეგმას იაგო სინამდვილეში, კაცებისადმი (კასიო და ოტელო) ეჭვიანობის მიზეზით აამოქმედებს. გულუბრყვილო და მიმნდობი მავრი კი მოგვიანებით, ეჭვიანობის გზას ჯოჯოხეთური შინაგანი ტანჯვით გაივლის, რასაც ნიკა კუჭავას თამაშის სახეცვლილება, ზოგჯერ დაღლილი მაგრამ ზუსტი რეფლექსიით თუ დამაჯერებელი „სხეულის ენით“ ასახავს. განსაკუთრებით ფინალურ, ყველაზე ცნობილ მონოლოგში („ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდე წახვალთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“).
სხვა მსახიობებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ: ინტრიგან, ცინიკურ და თავხედ იაგოს პაატა პაპუაშვილი ძველბიჭური სილაღითა და საგრძნობი ირონიით უმკლავება; კასიო – ანდრია გველესიანი სიმპათიური, გულწრფელი, თუმცა ცოტა ფუქსავატი ახალგაზრდაა, რომელიც უარს არ ამბობს ბიანკასთან გართობაზე; ხოლო დეზდემონასთან ფამილიარული ურთიერთობა და მეგობრობა, ოტელოს ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს.
ფოტო: SOLO
ემილია — ანკა ვასაძე, უფრო დეზდემონას მეგობარია, ვიდრე მოახლე, რომლის გულწრფელი და დრამატული მონოლოგი უუფლებო ქალების შესახებ ფინალში, თავგადაკლულ, ფემინისტ ქალებსაც შეშურდებათ. არც ერთ სხვა ოტელოში არ მინახავს ასეთი ამბივალენტური, თან სასაცილო და თან უხერხულად გულწრფელი როდრიგო. ნიკუშა ბაქრაძე მართლა შესანიშნავია ამ პატარა და დასამახსოვრებელ როლში, თანაც ძალიან სახასიათო პლასტიკით. უფრო სწორხაზოვნად წესიერ და კეთილშობილ მონტანოს სახეს გიორგი გრძელიძე მშვიდი გულწრფელობით ქმნის, ხოლო ლაღ და ქარაფშუტა ბიანკას მარიამ ღვინიანიძე თამაშობს…
და მაინც, ლევან წულაძის სპექტაკლის მთავარი სხივი, სინათლე და სიცხადე ანუკა გრიგოლიას დეზდემონაა, რომლის გარეგნული თუ შინაგანი სილაღე, სილამაზე, ჯიუტი გულწრფელობა და მშვენიერება, ნაომარი კაცების ლამაზ უნიფორმებზე შემხმარი სისხლისა და სპერმის სრული კონტრასტია. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ქვეტექსტიც სწორედ ისაა, რომ დაუცველი სილამაზე, სიყვარული და გულწრფელობა ხშირად ბრიყვული შეცდომებისა და დამანგრეველი ეჭვის მსხვერპლი ხდება. და ამას ოტელო მხოლოდ დეზდემონას დახრჩობის შემდეგ მიხვდება…ასევე სასიკვდილოდ განწირული ემილიასგან.
ვიზუალურ შთაბეჭდილებას აძლიერებს სცენის სიღრმეში, ორი კედლისგან აგებული კუთხოვანი ეკრანი, რომელზეც ხან ზღვის მშვიდი და აღელვებული ტალღები პროეცირდება, ხან სისხლიანი მზე, ხან მისტიკური მთვარე და ბოლოს, ვარსკვლავები. არანაკლებ ეფექტურია სცენაზე გაფანტული და მოქანავე ნათურები, რომლებიც ახლო განათების შემთხვევაში მსახიობთა პორტრეტებს გვიხატავს და თან გმირების შინაგანი სამყაროს მტანჯველ და ზოგჯერ საიდუმლო ლაბირინთებში გვეპატიჟება.
ოტელოს დახვეწილ კოსტიუმებს მხატვარი ნინო სურგულაძე ქმნის, მუსიკალური გაფორმება ზურა გაგლოშვილს ეკუთვნის (განსაკუთრებით ეფექტურია ოდნავ დამცინავი ვალსის თემა, როცა იაგო ეპილეფსიური შეტევის დროს გონდაკარგულ ოტელოს ზურგზე შემოაჯდება), ხოლო ქორეოგრაფია — თინათინ წულაძეს. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უკვე ნახეს თეატრალებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და კრიტიკოსებმა. ოქტომბრის პირველი კვირის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საპრემიერო ჩვენებები. ასე რომ, ეწვიეთ თეატრი სახელოსნო 42-ს და გახდით ახალი არტ-ამბის მონაწილე, რომელსაც აუცილებლად უკეთესი გაგრძელება ექნება.
რეცენზენტი: დავით ბუხრიკიძე
თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO. შეიძინეთ ოტელოს ბილეთები (Tkt, Biletebi.ge) SOLO Visa ბარათით და ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით.
-
ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
კომენტარები