10 მსახიობი, რომელსაც ოსკარი ჯერ კიდევ არ მიუღია
ფოტო: Getty Images
ოსკარის მიღება ყველა მსახიობისთვის კარიერის ერთგვარი მწვერვალია. ეს აკადემიის აღიარებაა იმისა, რომ შრომამ შედეგი გამოიღო და თქვენი შესრულება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ, თქვენს კატეგორიაში საუკეთესოდ გამოეცხადებინეთ. როგორც უამრავი მსახიობი ადასტურებს — რომლებსაც სცენაზე ასეთი ოქროს მომენტი არ ჰქონიათ — ამ ჯილდოს მიღება წარმოუდგენლად რთულია.
ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობების დიდმა ნაწილმა ოსკარის არაერთი ნომინაცია მოიპოვა, თუმცა, გასაკვირია, რომ სინამდვილეში ვერცერთი მოიგო. გლენ კლოუზისა და სემუელ ელ ჯექსონის მსგავსი ლეგენდებიდან დაწყებული, შედარებით ახალი ვარსკვლავებით დამთავრებული, როგორებიც არიან ბრედლი კუპერი და სირშა რონანი.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება ოსკარის გარეშე დარჩენილი ვარსკვლავების სია:
1. სემუელ ელ ჯექსონი
შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამუელ ელ ჯექსონს შთამბეჭდავი ფილმოგრაფია მას ოსკარს მოუტანდა, თუმცა მას არც ერთი არ აქვს და სინამდვილეში, მხოლოდ ერთხელ იყო ნომინირებული.
ფოტო: Getty Images
1995 წელს ის ნომინირებული იყო კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმ — მაკულატურასთვის, სადაც მან საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაში მარტინ ლანდაუსთან წააგო.
ჯექსონს 2022 წელს კინოში მიღწეული წვლილისთვის საპატიო ოსკარი მიენიჭა, თუმცა მას ჯერჯერობით არ მოუპოვებია ოსკარი ინდივიდუალური შესრულებისთვის.
2. ტომ კრუზი
ტომ კრუზი შეიძლება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კინომსახიობი იყოს, მაგრამ მასაც კი არ მიუღია ოსკარი, მიუხედავად ოთხი ნომინაციისა.
ის ორჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში, ფილმებისთვის — ოთხ ივლისს დაბადებული და ჯერი მაგუაიერი, თუმცა ამ კატეგორიებში ოსკარი დენიელ დეი-ლუისისმა და ჯეფრი რაშმა მოიპოვეს.
ფოტო: Monica Schipper / WireImage
მსახიობი ასევე იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი ფილმისთვის — მაგნოლია, თუმცა იმ წელს ოსკარი სახლში მაიკლ კეინმა წაიღო.
კრუზმა, 23 წლის შემდეგ, საბოლოოდ კიდევ ერთი ნომინაცია მოიპოვა, როგორც პროდიუსერი ფილმისთვის — ტოპ განი: მავერიკი, თუმცა ჯილდო საბოლოოდ ფილმ ყველაფერი ყველგან ერთდროულად-ს ერგო.
3. ანჯელა ბასეტი
ფოტო: Arturo Holmes/Getty Images
ანჯელა ბასეტმა 2023 წელს კინოში მიღწეული წვლილისთვის საპატიო ოსკარი მიიღო, რაც, სავარაუდოდ, იმის აღიარებაა, რომ ვეტერანი მსახიობი წარსულში ძალიან ბევრჯერ იყო უგულებელყოფილი.
საპატიო ჯილდოს გარდა, ბასეტს მხოლოდ ორი ოსკარის ნომინაცია აქვს — საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია ფილმისთვის What's Love Got to Do With It, სადაც თინა ტერნერის როლი მოირგო და საუკეთესო მსახიობი მეორეხარისხოვან როლზე, ფილმისთვის შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ.
4. ჯიმ კერი
ჯიმ კერის, ჩვენდა გასაკვირად, არასოდეს მოუპოვებია ოსკარის ნომინაცია. იმის მიუხედავად, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული კრიტიკოსების მიერ ისეთ აღიარებულ ფილმებში, როგორებიცაა — ტრუმენის შოუ და ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება.
ფოტო: Getty Images
მან ასევე არაერთი ნომინაცია მოიპოვა ოქროს გლობუსზე, რომელთაგან მხოლოდ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა.
5. სირშა რონანი
სირშა რონანმა ოსკარის პირველი ნომინაცია 2007 წელს, 13 წლის ასაკში მიიღო ფილმისთვის — მონანიება. ვინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის ასაკში ის კიდევ სამ ნომინაციას მოიპოვებდა, და სამივეს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში.
ფოტო: Getty Images
ირლანდიელმა მსახიობმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიიღო ფილმებისთვის — ბრუკლინი, Lady Bird და პატარა ქალები.
თუმცა, ერთი კარგი ტენდენციაა ის, რომ რონანის ყველა ფილმი, რომელშიც ნომინირებული იყო, ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, რაც იშვიათი მიღწევაა ოთხგზის ნომინანტისთვის.
6. ჯონი დეპი
ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ისეთ მსახიობს, როგორიც ჯონი დეპია, ოსკარის არცერთ კატეგორიაში არ გაუმარჯვია. მსახიობი სამჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე, თუმცა ჯილდო არასდროს მიუღია.
ფოტო: SC Pool / Corbis / Getty Images
პირველად მან ნომინაცია მიიღო ფილმისთვის კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა, თუმცა შონ პენთან დამარცხდა, შემდეგი ნომინაცია იყო ფილმისთვის — ნევერლენდის ძიებაში და ბოლოს, ნომინაცია მიიღო ფილმისთვის სუინი ტოდი: დემონ დალაქი ფლიტ-სტრიტიდან.
7. ბრედლი კუპერი
აკადემიას ძალიან, ძალიან მოსწონს ბრედლი კუპერი, მაგრამ არა იმდენად, რომ მას ოსკაროსანი მსახიობის ტიტული მიანიჭოს.
კინოვარსკვლავმა ზედიზედ სამი ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე 2010-იანი წლების დასაწყისში ფილმებისთვის — ვერცხლისფერი პიესები, ამერიკელი სნაიპერი და ამერიკული აფიორა. ხოლო ამის შემდეგ მოიპოვა ოსკარის ნომინაციები ფილმებისთვის — ვარსკვლავის დაბადება და მაესტრო.
ფოტო: Monica Schipper/Getty Images
გარდა ამისა, წლების განმავლობაში მას შვიდი ნომინაცია აქვს მოპოვებული თავისი პროდიუსერული და სცენარისტული ნამუშევრისთვის, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციები ფილმებისთვის — ამერიკელი სნაიპერი, ვარსკვლავის დაბადება, ჯოკერი, კოშმარული ხეივანი და მაესტრო.
8. გლენ ქლოუზი
გლენ ქლოუზი რეკორდსმენია, როგორც მსახიობი, რომელსაც უამრავი ნომინაცია აქვს მიღებული ოსკარზე, თუმცა არცერთხელ გაუმარჯვია. მსახიობს სულ რვა ნომინაცია აქვს — მათ შორის ერთი მეორეხარისხოვანი როლისთვის.
მანამდე, მისი პირველი სამი ნომინაცია ზედიზედ იყო წარდგენილი ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა — The World According to Garp, The Big Chill და The Natural, რომლებშიც ქლოუზი ჯესიკა ლენგთან, ლინდა ჰანტთან და პეგი აშკროფტთან დამაარცხდა.
ქლოუზის დანარჩენი ოთხი ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო, მან ნომინაციები მოიპოვა ფილმებისთვის საბედისწერო ლტოლვა და სახიფათო კავშირები. მოგვიანებით, ქლოუზმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მოიპოვა ფილმებისთვის — ალბერტ ნობსი და ცოლი.
9. რეიფ ფაინზი
რეიფ ფაინზს 7 ჰორკრუქსი აქვს, მაგრამ არცერთი ოსკარი.
პირველად საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის შინდლერის სია, ხოლო შემდეგ ფილმისთვის ინგლისელი პაციენტი, სადაც ჯილდო ჯეფრი რაშთან წააგო.
ფოტო: AFP/ Robyn Beck
ფაინზმა წელს მესამედ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კონკლავისთვის, სადაც ის ედრიენ ბროუდის, ტიმოთი შალამეს, კოლმან დომინგოსა და სებასტიან სტენს გაუწევს კონკურენციას.
10. მაიკლ კიტონი
და ბოლოს, სია დააგვირგვინა მაიკლ კიტონმა, რომელსაც ოსკარის ნომინაცია 2015 წლამდე საერთოდ არ მიუღია. მან პირველი და (ჯერჯერობით) ერთადერთი ნომინაცია მიიღო ფილმისთვის — ადამიანი ჩიტი.
ფოტო: Robert Smith/Patrick McMullan/Getty Images
კიტონმა, მომდევნო წელს, მონაწილეობა მიიღო საუკეთესო ფილმის ტიტულის მფლობელ ფილმში — ყურადღების ცენტრში , თუმცა მსახიობი არცერთ ნომინაციაში არ იყო წარდგენილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოსკარის რიგით 98-ე დაჯილდოვების ცერემონია 2026წლის 15 მარტს გაიმართება, ხოლო აკადემია ნომინაციებს იმავე წლის 22 იანვარს გამოაცხადებს.
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები