Starlink-მა კოსმოსში ლაზერით აღჭურვილი სატელიტები გაუშვა
SpaceX-მა ორბიტაზე სატელიტების ახალი ჯგუფი გაუშვა. სატელიტებს ლაზერის საშუალებით კომუნიკაცია შეუძლიათ. ინფორმაცია Starlink-ის ოფიციალური განცხადებისგან მივიღეთ.
კოსმოსური ინტერნეტი განსაკუთრებით აქტუალური 3 წლის წინ გახდა, როდესაც SpaceX-მა Starlink-ის პირველი თანამგზავრები გაუშვა. თავის მხრივ, სატელიტების გაგზავნის შესაძლებლობა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9-ის ხარჯზე გაიზარდა.
Starlink-ის ინტერნეტი განსაკუთრებით გამოსადეგი ტონგასა და უკრაინაში იყო. პირველ შემთხვევაში მიწისძვრის დროს, ხოლო მეორე შემთხვევაში უკრინაში ომისას. ამ მომენტისთვის კოსმოსურ ინტერნეტს 1 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ახლა Starlink მომსახურების გაუმჯობესებას გეგმავს.
Stalink-ის ახალი სატელიტები
Starlink-მა ლაზერის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატელიტები პირველად ჯერ კიდევ 2021 წელს გაუშვა. ამით კომპანიამ ალასკას ინტერნეტით მომარაგება უზრუნველყო.
Starlink-ს სატელიტებსა და სახმელეთო სადგურებს შორის მონაცემების გადაცემის დაჩქარება უნდა. სწორედ აქ არის საჭირო ლაზერული კომუნიკაცია.
მეთოდი სახმელეთო სადგურთან ზედმეტი კომუნიკაციის საჭიროებას გვერდს უვლის და სატელიტებს ერთმანეთთან კომნიკაცია ლაზერებით შეუძლიათ.
Starlink-ის თანახმად, ახალი სატელიტები აღჭურვილი იქნება 8000-ზე მეტი ასეთი ლაზერით. მონაცემთა გადაცემა თითოეულ ასეთ ლაზერულ ბმულზე 100 გბიტი/წმ სიჩქარით მოხდება.
კომენტარები