მალტის პარლამენტი, 6 ივლისს, ჰომოსექსუალთა ქორწინებას კენჭს უყრის
მალტაში, სადაც განქორწინების ლეგალიზაცია 2011 წელს მოხდა, 6 წლის შემდეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ვარაუდობენ. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს ხვალ, 6 ივლისს, უყრის კენჭს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიდერები ლგბტ თემის პრობლემების მოგვარების საკითხში და ასევე სხვა სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით, ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის" - განაცხადა მალტის ახლადარჩეულმა პრემიერმა, ჯოზეფ მუსკატმა.
არჩევნების შემდგომ, ეს მისი გუნდის პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ერთნაირსქესიან წყვილებს მიეცემათ ყველა ის უფლება, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ, მათ შორის შვილის ყოლის უფლებაც.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერმინების "ცოლი", "ქმარი", "დედა", "მამა", გენდერულად ნეიტრალური ტერმინებით შეცვლა, ინიციატივის სწორედ ამ ნაწილმა გამოიწვია კრიტიკა შიდა პოლიტიკურ წრეებში.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო პროექტს პარლამენტი დიდი ალბათობით მიიღებს, არიან ისინიც, ვინც მას ეწინააღმდეგებიან და "ზედმეტად პროგრესულად" აფასებენ. მათ შორისაა ნაციონალისტური პარტიის ლიდერი დევიდ აგიუსი:
"ამ დღის შემდეგ, ჩვენ მშობლებს დედას და მამას ვეღარ დავუძახებთ, რადგან კანონში ეს არ ეწერება. დედის დღის აღნიშვნის ნაცვლად, რას ავღნიშნავთ? ადამიანის დღეს, რომელმაც გააჩინა ბავშვი?"
მას შემდეგ რაც მალტა 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა სახელმწიფომ რადიკალური სოციალური ცვლილებები განიცადა. შეგახსენებთ, რომ მალტაში განქორწინების ლეგალიზაცია მხოლოდ 2011 წელს მოხდა.
ქვეყანაში ყოველთვის ძლიერი იყო კათოლიკური ეკლესიის გავლენა და კონსერვატორული განწყობები, თუმცა ამ ნაბიჯით, მალტა მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგებს შეუერთდება, სადაც უკვე მოხდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია. შეგახსნებთ რომ, გასულ კვირაში იგივე გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაშიც.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
კომენტარები