მთვარის ყინული არც ისე ძველია, როგორც გვეგონა — კვლევა
კვლევამ, რომელსაც პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან ნორბერტ შორგჰოფერი ხელმძღვანელობდა, ახალი დასკვნები წარადგინა. ამას მთვარის კვლევებისადმი მიდგომის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.
კვლევა, რომელიც Science Advances-ში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ მთვარის ყინულის რეზერვუარები ბევრად უფრო ახალი გაჩენილია, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა.
"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთვარის გეოლოგიის გასაგებად, არამედ იმის, თუ სად რამდენ ყინულს მივაგენბთ", — განმარტა შორგჰოფერმა.
კვლევის შედეგები შორს მიმავალია, განსაკუთრებით მომავალი მისიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს გამოიყენოს მთვარის ყინული, როგორც სიცოცხლის მხარდამჭერი და საწვავის წარმომქმნელი რესურსი.
ახალი პერსპექტივა მთვარის ყინულზე
მთვარის კოლონიზაციისა და მასზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი როლი თანამგზავრის ყინულს ექნება. ყინული რამდენადაც სიცოცხლისთვისაა მნიშვნელოვანი, ისევე აუცილებელია კოსმოსური ხომალდების საწვავისთვის.
ითვლება, რომ მთვარის ბნელ მხარეზე ყინული უკვე მილიარდობით წელია რაც არის. და აი ახლა, შორგჰოფერის კვლევა ვარაუდობს, რომ ყინულის საძიებო ტრაექტორიების კორექტირება აუცილებელია.
შორგჰოფერის მიერ ჩატარებული კვლევა ფრანგი მეცნიერების შარშანდელ კვლევას ეყრდნობა. საუბარია იმაზე თუ როგორ შეიცვალა დედამიწა-მთვარის მანძილი დროთა განმავლობაში. შორგჰოფერმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს ფაქტორია მნიშვნელოვანი მთვარის ყინულის ძიებისთვის.
რალუკა რუფუსთან თანამშრომლობით, შორგჰოფერმა მთვარის ღერძის ორიენტაცია გამოთვალა და "ბნელი მხარის" რუკა შეადგინა — ეს დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის ევოლუციის გამოთვლით.
უფრო ახალგაზრდა ვიდრე გვეგონა
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მთვარეზე ყინული კომეტებისგან 3,4 მილიარდი წლის წინ მოხვდა. კომეტებს ყინული მოჰყვებოდათ, ხოლო ვულკანური აქტივობები წყლის ორთქლს ათავისუფლებდა. ამის საწინააღმდეგოდ, კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გარემოს ფორმირება მხოლოდ 3,4 მილიარდი წლის წინ დაიწყო.
"ყინული, რომელსაც დღეს პოლარულ რეგიონებში ვპოულობთ, არ შეიძლება იყოს მთვარის ადრეული დღეებიდან. მონაცემები მიუთითებს რომ საშუალო ასაკი მაქსიმუმ 1,8 მილიარდი წელია", — აღნიშნულია კვლევაში.
შორგჰოფერის კვლევას NASA აფინანსებდა და ახლა ის ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
კომენტარები