მკვლევრებმა გენმოდიფიცირებული ბაქტერიების გამოყენებით ელექტროენერგია გამოიმუშავეს
1911 წელს ბრიტანელმა მიკოლოგმა, მაიკლ კრესე პოტერმა შენიშნა, რომ საფუარი ელექტროენერგიას წარმოქმნის. მას შემდეგ მეცნიერები მიკრობების "საწვავის" სახით გამოყენებას ცდილობენ.
თუმცა, პაწაწინა "ბიორეაქტორების" ეფექტიანობა პრაქტიკული გამოყენებისთვის ძალიან დაბალია.
და აი ახლა, ლოზანის შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ბაქტერიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, Escherichia coli, რომელიც ელექტროენერგიას წარმოქმნის. რაც მთავარია, აქამდე ასეთი ეფექტური არცერთი ბაქტერია ყოფილა.
"არსებობს ეგზოტიკური მიკრობები, რომლებიც ბუნებრივად გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. მიუხედავად ამისა, მათ ეს მხოლოდ კონკრეტული ქიმიკატების გამოყენებით შეუძლიათ. მათგან განსხვავებით E. coli ფართო სპექტრის წყაროებზე იზრდება. ამან ელექტროენერგიის ფართო სპექტრის გარემოში წარმოების საშუალება მოგვცა, მათ შორის ჩამდინარე წყლებიდან", — თქვა კვლევის ავტორმა, არდემის ბოღოსიანმა.
E. coli-ის ელექტროენერგიის გამომუშავების უნარის გასაუმჯობესებლად, მკვლევრებმა მისი გენომი შეცვალეს. საუბარია ცილოვან კომპლექსებზე, რომლებიც Shewanella oneidensis-ში (ელექტროენერგიის მწარმოებელ ბაქტერიებში) გვხვდება. შედეგად ელექტროენერგიის წარმოება ორჯერ გაიზარდა.
თუმცა, ეს ლაბორატორიულ პირობებში მოხდა. მეორე საკითხია, რამდენად იმუშავებს სისტემა ინდუსტრიულ წარმოებაში. მეტი ინფორმაციის მისაღებად, მკვლევრებმა E. coli-ის სისტემა შვეიცარიაში, ადგილობრივი ლუდსახარშში ჩამდინარე წყლის ნიმუშზე გამოცადეს. გენმოდიფიცირებულმა ბაქტერიებმა ელექტროენერგია 50 საათის განმავლობაში გამოიმუშავეს.
კვლევა ჟურნალ Joule-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები