წარმოიდგინეთ შაქრის კუბიკზე პატარა საათი, რომელიც დროს გასაოცარი სიზუსტით ზომავს.

ატომურ საათებზე ზუსტი ქრონომეტრი მსოფლიოში არ არსებობს. ეს დახვეწილი ინსტრუმენტი იყენებს ლაზერებს ატომების ვიბრაციის გასაზომად, რომლებიც მუდმივ სიხშირეზე ირხევიან. მსოფლიოში საუკეთესო ატომური საათები იმდენად ზუსტად განსაზღვრავენ დროს, რომ სამყაროს დასაბამიდან მუშაობის შემთხვევაშიც კი, დღეს ისინი მხოლოდ ნახევარ წამიან აცდენაში იქნებოდნენ.

ამის პარალელურად, კიდევ უფრო მეტი სიზუსტის მისაღწევად, იუან-იუ ჯაუ და მისი კოლეგები წინ მიიწევენ. მათ მსოფლიოში ყველაზე პატარა ატომური საათის შექმნა სურთ.

იუან-იუ ამისთვის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოსთან (DARPA) თანამშრომლობს.

"მათ ყველაფრის 1 კუბურ სანტიმეტრში მოქცევა სურთ. ამჟამად მსგავსი ატომური საათი არ არსებობს", — ამბობს იუან-იუ.

DARPA-ს მოთხოვნაა, რომ საათმა წამის მემილიონედის სიზუსტე ერთი კვირის შემდეგაც შეინარჩუნოს.

ასევე: ახალი ატომური საათი ბნელი მატერიისა და დროზე გრავიტაციის ზემოქმედების შესწავლაში შეიძლება დაგვეხმაროს

მაკრო — მიკრო

ატომური საათის კონცეფცია 1948 წლიდან გაჩნდა, როდესაც ის პირველად სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში შექმნეს.

დროის აღრიცხვის ტრადიციული მექანიზმებისგან განსხვავებით, რომელიც მექანიკურ მოვლენებს ეყრდნობა, ატომური საათი იყენებს ატომების მიერ გამოსხივებულ ელექტრომაგნიტურ სიგნალებს, რაც შეუდარებელ სიზუსტეს გვაძლევს. ასეთი ტექნოლოგია ინსტრუმენტულ როლს GPS ტექნოლოგიისთვის ასრულებს, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და სინქრონიზებულ ნავიგაციას.

ზუსტი ნავიგაცია დამოკიდებულია დროის საიმედო აღრიცხვაზე. ამასთან, ეს მნიშვნელოვანია სამხედრო ინდუსტრიისთვისაც.

ფოტო: Craig Fritz

DARPA-ს 30-ჯერ მეტი სიზუსტის მიღწევა სურს და ეს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის პარალელურად.

"ეს ძალიან რთულია", — აღიარა იუან-იუმ და მიზნის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

იუან-იუმ 16 წლის წინ პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობის დროს საინტერესო პროტოტიპი შექმნა.

ახლა მკვლევრებს სწორედ ამ პროტოტიპის დახვეწა სურთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.