ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმს რუსეთთან შეერთება არ სურს
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მორიგი არაადეკვატური იდეების გავრცელება დაიწყო.
- ამჯერად მედვედევი იმუქრება, რომ, "თუ საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს", შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მიიერთონ.
- სხვა რუსი პროპაგანდისტების მსგავსად, ისევ ირწმუნება, რომ საქართველოში შეკვეთილი "რუსოფობიური აფეთქებები" დაიწყო.
- მისი მტკიცებით, 2008 წლის ისტორიის გამეორება არ სჭირდებათ და მზად არიან, პრობლემებს მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების "სულისკვეთებით" გაუმკლავდნენ.
- "მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს", — თქვა მედვედევმა.
დე ფაქტო რეჟიმის პასუხი: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ უპასუხა.
- მისი თქმით, აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობის მომხრეა, თუმცა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი არ აქვთ.
- "სამხრეთ ოსეთში არაერთხელ ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე და ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების ბუნებრივი გზა. [...] რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ არ გვქონია ასეთი მოწოდებები [რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე] და მე ვერ ვხედავ აფხაზეთში ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იხილავს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ასეთ ფორმას", — განაცხადა შამბამ.
კონტექსტი: გასული წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი დანიშნა.
- 18 მაისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმი" რუსეთთან ადგილზე არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობდა.
- კითხვაზე, მიაჩნდა, თუ არა არსებულ ვითარებაში ამგვარი "რეფერენდუმის" ჩატარება მიზანშეწონილად, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ხალხისა და დე ფაქტო ხელისუფლების გადასაწყვეტია და ორიენტირება მათი ხედვით უნდა მომხდარიყო.
- 31 მაისს ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა "რეფერენდუმი" შეაჩერა.
- გაგლოევის ბრძანებაში მიზეზად ნახსენები იყო "რეფერენდუმზე" წარმოდგენილი საკითხების სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა.
- ასევე, აღნიშნული იყო, რომ დაუშვებელია "რეფერენდუმი" საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც ეხება.
- ამავდროულად, გაგლოევი აცხადებდა, რომ სრულად უჭერდა მხარს დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანების შესახებ სურვილს.
ქართული მხარე აცხადებდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც არჩევნებს და რეფერენდუმს არ აღიარებს.
- "ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა. [...] ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს" — ამბობდა კობახიძე.
-
On.ge-სთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვში ესმით და საქმის კურსში არიან ამ საკითხზე ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ამას ყურადღებას უთმობენ.
- [კარასინმა] თქვა, რომ მოსკოვი ამ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. დაახლოებით, ასეთივე კომენტარი მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დმიტრი პესკოვისგან", — ამბობდა აბაშიძე.
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
კომენტარები