საგამოძიებო გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს — რას პასუხობს მათ შსს-ს თანამშრომელი
ფოტო: გოგა რაზმაძე/Fb
რა მოხდა: 12 ივლისს შსს-ის თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უწყების მაღალჩინოსნების მხრიდან ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა.
- ჰყვებოდა, რომ ადამიანიას უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრისა და კრიტიკის შემდეგ გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს".
- შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ რაზმაძის ბრალდებები უარყო, პოსტს კი აბსურდი და ტყუილი უწოდა.
-
მისი მტკიცებით, ზეწოლისა და შევიწროების არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.
დეტალები: 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.
- მიზეზად გოგა რაზმაძის საქმეში მათ საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების არარსებობას ასახელებდნენ.
- აღნიშნული იყო, რომ შსს-ის თანამშრომელმა არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება და გარემოებების დაზუსტება.
- აქვე ნათქვამი იყო, რომ განცხადება შემდგომი რეაგირების მიზნით გააგზავნეს შსს-ის გენერალურ ინსპექციაში.
- ახლა საგამოძიებო რაზმაძეს მოუწოდებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აცხადებენ, რომ შსს-ს თანამშრომელმა მათ, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირება ითხოვა.
- აცხადებენ, რომ მზად არიან, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამომძიებელს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები.
- "გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება".
საგამოძიებოს უპასუხა რაზმაძემ: ის უწყების განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისთვის სრულიად გაუგებარია, რომელ გამოძიებასთან თანამშრომლობაზეა საუბარი, როცა გამოძიება დაწყებული არაა.
- წერს, რომ საგამოძიებო სამსახურში თავისივე ნებით პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა და ე.წ. გასაუბრების ოქმში წერილობით დააფიქსირა, რომ მზად იყო გამოძიების ფარლებში დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.
- "თანამშრომლობის სურვილი რომ არ მქონოდა, არც მოგმართავდით და არც მოვიდოდი. მე თქვენთან უარი განვაცხადე "სამართლებრივ" აბსურდში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან გამოძიება დაწყებული არ იყო (მოვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან საკმარისზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ ჩემი წერილობითი განცხადებით)".
- ამბობს, რომ საგამოძიებოდან გამომძიებელი მას შემდეგ შეეხმიანა, რაც გამოძიების არდაწყებაზე გაასაჩვრა ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან და დასძენს, რომ პასუხი მათგან არც მიუღია.
- "კერძოდ, 2023 წლის 9 აგვისტოს მომწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ)".
- რაზმაძე მიმოწერის სქრისაც ურთავს.
- წერს, რომ უწყებას ამ განცხადებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მათი უკანონო გადაწყვეტილების გამართლება უნდა.
- მიუთითებს იმასაც, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამომძიებლის უარი გამოძიების დაწყებაზე უხეშად არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს.
რაზმაძე წერს, რომ გამოძიების დაწყება არ არის საგამოძიებო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები კი სრულ შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლთან.
- განმარტავს, რომ ეს არის 335-ე მუხლი, რადგან დავით მინდიაშვილი მუქარით, შანტაჟით და სხვა უკანონო ქმედებებით აიძულებდა მას, დაეწერა ახსნა-განმარტება.
- 333-ე მუხლთან, რადგან მინდიაშვილმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას ღირსების შეურაცხყოფის გზით, რამაც მისი კანონიერი ინტერესები დაარღვია.
- 143-ე ტერცია მუხლთა, რადგან მინდიაშვილი ამცირებდა მთელი სამი საათის განმავლობაში, ლახავდა მის პატივსა და ღირსებას და აიძულებდა დაეწერა ახსნა-განმარტება, რამაც რაზმაძეს ძლიერი ფსიქიკური ტკივილი მიაყენა.
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოვუწოდებ, კანონით გათვალისწინებული წესით წერილობით მიპასუხოს ჩემს განცხადებაზე და ნუ მიგზავნის კვლავ გაურკვეველ პროცედურებში ჩართვის მიზნით იგივე პირს, რომლის გადაწყვეტილება მასთან გავასაჩივრე. მე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით. გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები