შსს-ს თანამშრომელი ზეწოლასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს — დარახველიძე აბსურდს უწოდებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს, 12 ივლისს გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რაზმაძის განცხადებით, 12 წელია, რაც უწყებაში მუშაობს და წერს, რომ გადაწყვიტა, საჯაროდ ისაუბროს სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და მის მიმართ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე.
- თანამშრომლის თქმით, 2018 წელს, მას შემდეგ რაც შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, კონკურსის წესით, ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დეპარტამენტში ინსპექტორად დაინიშნა.
- "დეპარტამენტში თავი მოვიყარეთ ადამიანებმა, ვისაც გვქონდა რწმენა და სურვილი გვემუშავა ადამიანის უფლებების დასაცავად. სწორედ წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ერთი წლის შემდეგ დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ჩემი საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველზე, დავინიშნე ამავე დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად".
- წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება.
- მისი თქმით, დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად და აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები.
- ასევე, შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთან, ასევე, თანამშრომლები დაექვემდებარნენ ცენზურას.
- "დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში".
დეტალები: შსს-ის თანამშრომელი წერს, რომ ჰქონდა რეაქცია ამ უკუსვლებზე და მოსაზრებებს დეპარტამენტის მოადგილეებთან, უფროსთან და მინისტრის მოადგილესთანაც აფიქსირებდა.
- "ამის გამო, მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო — აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში (შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებში და ა.შ.). ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება".
- რაზმაზე წერს, რომ ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება დაიწყო და ეჭვგარეშედ მიიჩნევს იმას, რომ მისი მიზანი რეორგანიზაციაა, რომელსაც "არასასურველი" თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება მოჰყვება".
- მისი თქმით, არაერთხელ ჰქონდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც, მოსაზრებები 16 ივნისს მასა და დეპარტამენტის მენეჯმენტს იმეილით გაუგზავნა.
- ჰყვება, რომ 11 ივლისს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, სადაც მოულოდნელად ოთახში გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი შევიდა და 3 საათის განმავლობაში "საქმე ურჩია" გამოთქმული კრიტიკის გამო.
- "მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ".
- მისივე თქმით, არ უშვებდა ოთახიდან და ემუქრებოდა, რომ თუ განმარტებას არ დაწერდა, "სამსახურიდან გააგდებდა".
- "ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ნებით არ მივდივარ სამსახურიდან. ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად".
- პოსტის ბოლოს მან სპეციალურ საგამოძიებოს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, უკვე მიმართა ომბუდსმენს.
- "ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას — დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა".
დარახველიძე რაზმაძის ბრალდებებს უარყოფს და პოსტს აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.
- "არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი 5 წელია, რაც შეიქმნა შსს-ში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი და ა.შ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით".
- მისივე თქმით, სწორედ დეპარტამენტში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მოითხოვეს აუდიტის ჩატარება და "მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკოფორტს უქმნის".
- დარახველიძის მტკიცებით, ზეწოლისა და შევიწროების არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.
- რაც შეეხება ფეისბუქპოსტებს, მის კონტროლს მინისტრის მოადგილე ეთიკითა და ეთიკის კოდექსით ხსნის და ამბობს, რომ საქმეებზე, რაზეც უწყება მუშაობს "წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი".
- "არავისთვის არ მიგვითითებია რამე პოსტის აღება, ჩვებნ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ, რაც არის პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილი".
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები