შსს-ის მაღალჩინოსნების მხრიდან თანამშრომელზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო
ფოტო: გოგა რაზმაძე / fb
რა მოხდა: 12 ივლისს შსს-ის თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უწყების მაღალჩინოსნების მხრიდან ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა.
- რაზმაძის განცხადებით, 12 წელია, რაც შსს-ში მუშაობს და გადაწყვიტა, საჯაროდ ისაუბროს სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და მის მიმართ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე.
- თანამშრომლის თქმით, 2018 წელს, მას შემდეგ რაც შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, კონკურსის წესით, ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დეპარტამენტში ინსპექტორად დაინიშნა.
- "დეპარტამენტში თავი მოვიყარეთ ადამიანებმა, ვისაც გვქონდა რწმენა და სურვილი გვემუშავა ადამიანის უფლებების დასაცავად. სწორედ წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ერთი წლის შემდეგ დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ჩემი საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველზე, დავინიშნე ამავე დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად".
- რაზმაძე ამბობს, რომ დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება.
- მისივე თქმით, დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად და აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები.
- ასევე, შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთან და თანამშრომლები დაექვემდებარნენ ცენზურას.
- "დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში".
შსს-ის თანამშრომლის განცხადებით, ჰქონდა რეაქცია ამ უკუსვლაზე და მოსაზრებებს დეპარტამენტის მოადგილეებთან, უფროსთან და მინისტრის მოადგილესთანაც აფიქსირებდა.
- "ამის გამო, მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო — აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში (შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებში და ა.შ.). ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება".
- რაზმაძის ინფორმაციით, ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება დაიწყო, რომლის მისი მიზანიც, მისივე შეფასებით, "არასასურველი" თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტებაა".
- მისი თქმით, არაერთხელ ჰქონდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც, მოსაზრებები 16 ივნისს მას და დეპარტამენტის მენეჯმენტს იმეილით გაუგზავნა.
- ჰყვება, რომ 11 ივლისს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, სადაც მოულოდნელად ოთახში გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი შევიდა და 3 საათის განმავლობაში "საქმე ურჩია" გამოთქმული კრიტიკის გამო.
- "მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ".
- მისივე თქმით, არ უშვებდა ოთახიდან და ემუქრებოდა, რომ თუ განმარტებას არ დაწერდა, "სამსახურიდან გააგდებდა".
- "ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ნებით არ მივდივარ სამსახურიდან. ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად".
- რაზმაძემ სპეციალურ საგამოძიებოს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, უკვე მიმართა ომბუდსმენს.
- "ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას — დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა".
მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ რაზმაძის ბრალდებები უარყო, პოსტს კი აბსურდი და ტყუილი უწოდა.
- მისი მტკიცებით, ზეწოლისა და შევიწროების არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.
- რაც შეეხება ფეისბუქპოსტებს, მის კონტროლს მინისტრის მოადგილე ეთიკითა და ეთიკის კოდექსით ხსნის და ამბობს, რომ საქმეებზე, რაზეც უწყება მუშაობს "წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი".
საგამოძიებო სამსახური გამოძიების დაწყებაზე უარის მიზეზად გოგა რაზმაძის საქმეში მათ საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების არარსებობას ასახელებს.
- უწყებისგან მიღებული პასუხი სოციალურ ქსელში თავად რაზმაძემ გამოაქვეყნა.
- წერილში აღნიშნულია, რომ შსს-ის თანამშრომელმა არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება და გარემოებების დაზუსტება.
- აქვე ნათქვამია, რომ განცხადება შემდგომი რეაგირების მიზნით გააგზავნეს შსს-ის გენერალურ ინსპექციაში.
- "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა ის ფაქტი, რომ უარი განვაცხადე გაურკვეველ და უკანონო "საგამოძიებო მოქმედებაში" მონაწილეობაზე, გამოძიება არ დაიწყო არც საჯაროდ გავრცელებული და არც განცხადებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე (რაც საკმარისზე
მეტ ინფორმაციას შეიცავდა გამოძიების დასაწყებად) და ჩემი განცხადება (რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემს მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი) რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში (შსს-ს გენერალურ ინსპექციაში)", — წერს რაზმაძე. - მისი თქმით, გააგრძელებს თავისი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით.
- "ალბათ, ისევ დ. მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ეხლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ", — ამბობს რაზმაძე.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები