ირაკლი ქარსელაძე

4 Aug. 2023, 11:30

დილიდან გაგრძელდა უკვე ადამიანების გამოყვანა. დღეს, ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით — ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანი არის. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ტექნიკა მობილიზებული არის, უკვე მოხერხდა 2 ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. გარდა ამისა, 2 წაღებულ ხიდთან დაკავშირებით, ასევე ინტენსიურად მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, დღეს დაიწყება როგორც ვგეგმავდით ხიდის მონტაჟს. დანარჩენს უფრო დეტალურად შტაბის უფროსი გეტყვით. 

განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები…