ირაკლი ქარსელაძე

4 Aug. 2023, 11:47

მოდით, პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ სიტუაცია და ვითარება ისედაც მძიმე არის, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას, როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა. 

ვერტმფრენთან დაკავშირებით, ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი, და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში პირველი ვერტმფერი იყო ადგილზე. შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2 წუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. გარდა ამისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცამ დაიგვიანა, ზედმეტია. 

განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ