ასტრონომებმა კოსმოსში ყველაზე მბზინავი ეგზოპლანეტა დააფიქსირეს და ის ნეპტუნის ზომისაა
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) Cheops-ის (CHaracterising ExOPlanet Satellite) მისია ახლომდებარე ვარსკვლავებს სწავლობს. 2019 წლიდან, მისიის მთავარი მიზანი ახალი ეგზოპლანეტების აღმოჩენაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც პლანეტა მასპინძელ ვარსკვლავს წინ ჩაუჩლის.
თანამგზავრმა იმედები გაამართლა და ამ დროისთვის ყველაზე მანათობელი პლანეტა გადაიღო. აქამდე ასეთ პლანეტად ვენერა ითვლებოდა, რომლის ღრუბლის სქელი ფენა მზის სინათლის 75%-ს ირეკლავს.
ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ნეპტუნის ზომისაა. ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სინათლის 80%-ს ირეკლავს.
შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
ჯეიმს ჯენკინსმა, ასტრონომმა და კვლევის თანაავტორმა თქვა, რომ პლანეტა ფაქტობრივად ცეცხლმოკიდებულია, თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა და ლითონის შემცველობის მძიმე ღრუბლები აქვს.
მთლიანობაში ასტრონომებმა ძალიან დიდი მონაცემები გაანალიზეს, მათ შორის ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპებიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტაზე 2000 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება.
ასტრონომების თქმით, ასეთი მასიური პლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს ბრუნავს, აქამდე არ აღმოუჩენიათ.
"ღრუბლები ირეკლავენ სინათლეს. ეს პლანეტას ზედმეტად გაცხელებისაგან და აორთქლებისგან იცავს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები