შეპირებული აღმოჩენა — ისტორიაში პირველად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოების ემისია დააფიქსირეს. ეს IceCube ობესრვატორიის გამოყენებით მოხდა.
"ამ დიდი ხნის ნანატრი სიგნალის აღმოჩენა ასტროფიზიკას ახალ გზას უხსნის", — განმარტა ლუიჯი ანტონიო ფუსკომ, მკვლევარმა.
დღემდე, მაღალენერგეტიკული ნეიტრინოების ემისია გალაქტიკის გარედან მოდიოდა.
ამჯერად, ასტრონომები გამა სხივებს დააკვირდნენ, რომლებიც ირმის ნახტომის გალაქტიკურ სიბრტყეში წარმოიქმნება. შედეგად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს.
ახალ ნაშრომში მკვლევარებმა აღწერეს, თუ როგორ გამოიყენეს სპეციალური ალგორითმი IceCube Neutrino ობსერვატორიის 10 წლის მონაცემების გასაანალიზებლად.
კვლევის შედეგად ირმის ნახტომის ე.წ. ნეიტრინო რუკაც შეიქმნა.
ნეიტრინოები სუბატომიური ნაწილაკებია, რომელთა აღმოჩენა წარმოუდგენლად რთულია. ამის მიზეზი კი მუხტის ნაკლებობასა და პრაქტიკულად არ არარსებულ მასაშია.
ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია.
ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანი ასტრონომიისთვის და ის სამყაროს გასაგეად ახალ სივრცეს აჩენს. ნეიტრინოსა და მატერიას შორის სუსტი ინტერაქციის გამო, ნეიტრინოზე დაკვირვება შავი ხვრელების შესასწავლად უმნიშვნელოვანესია. ამით შეიძლება გავიგოთ ის, თუ რა ხდება შავი ხვრელების ჰორიზონტს მიღმა.
მკვლევრების თქმით, ეს სრულიად ახალ საშუალებებს აჩენს.
"ჩვენ რეალობის ახლებურად დანახვის ზღვარზე ვართ. ახლა უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაწილაკები, რომლებიც ფაქტიურად არ ჩანან. ჩვენ გვსურს დავინახოთ და გავიგოთ ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კომენტარები