ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას
ტექნოპარკში, ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა კორცხელის ინციდენტი შეაფასა.
პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც კორცხელის ინციდენტს ეხებოდა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა იყო სამარცხვინო და პასუხისმგებლობა ძირითადად მთავრობას ეკისრება.
"კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო. და მე მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი და მთლიანად საზოგადოებას რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით და ეს იყო სირცხვილი იქ რაც მოხდა და, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს".
მისი თქმით, ამან ძალიან დააზარალა სახელმწიფო და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
მისივე განცხადებით, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია:
"მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ. კადრებიც ვნახე. ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ წამოდგა ფეხზე [...], შედეგი მიიღო, მას იქვე ეტყობოდა, მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ".
მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს დიდი რესურსი, თორემ ამ სცენარს დიდი არჩევნებისთვის გადაინახავდა.
"[ნაციონალურ მოძრაობას] სხვა ადგილებშიც ჰქონდა მცდელობა [პროვოკაციის]. იგივე ხონში, ჰყავდათ ასეთი ჩაყვანილი ბიჭები და ვერ მოახერხეს იქ და... უფრო სწორად მოიქცა მმართველი გუნდი და ამიტომაც არ მოხდება. ასევე სწორად უნდა მოიქცნენ ძირითად არჩევნებში. და მე იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნები ჩატარდება სანიმუშოდ".
ივანიშვილის განცხადებით, მისთვის უფრო შემაშფოთებელი ნასაკირალის არჩევნები იყო, რადგან პროცესმა გარკვეული კითხვები გააჩინა.
"თუ ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელში მოიგო არჩევნები თავისი სისტემით. აამუშავა თავისი სისტემა და გამოცდილება, კორცხელში მთავრობამ პირწმინდად წააგო არჩევნები და არა იმიტომ რომ დაუშვა ბევრი შეცდომები, ამომრჩეველმა არ გაიგო და ვერ გაიგო. აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი".
მისი თქმით, წინა არჩევნებში გამარჯვებული გამგებელი დაპატიმრებულია კორუფციის ბრალდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არ დაინდო თავისი გუნდის წევრი და პასუხი აგებინა. ხოლო საზოგადოებამ ვერ გაიგო და არ დაუფასა მმართველ გუნდს ეს ფაქტი და პირიქით - დასაჯა.
"აი, ეს არის ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის".
ივანიშვილის შეფასებით, საზოგადოებამ ნაცვლად მადლიერებისა, სოფელში პოპულარული ადამიანის დასჯა არ აპატიეს მმართველ გუნდს და მხარი ოპოზიციას დაუჭირეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები