კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება — მკვლევრებს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ
კვანტურ ინტერნეტს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. მკვლევრებმა წარმატებას მიაღწიეს, რაც კოდირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემის საშუალებას იძლევა.
კვანტური ინტერნეტი ინფორმაციის გადაცემის სრულიად უსაფრთხო გზას გვთავაზობს. მისი გაშიფვრა შეუძებელი იქნება. ინფორმაციის გადაცემა მოხდება ქუბიტებით და თუ ვინმე მის "გატეხვას" შეეცდება, მონაცემები უბრალოდ წაიშლება.
"კვანტური ტექნოლოგია ეფუძნება ეგრეთ წოდებულ ქუბიტებს — კვანტური ინფორმაციის მატარებლებს. შესაბამისად, კვანტური სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება ქუბიტების გადაცემას მოითხოვს", — თქვა პროფესორმა ანდრეას რეიზერერმა, მაქს პლანკის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
მკვლევრებმა ზუსტად ეს შეძლეს. სილიციუმში ჩანერგილი ერბიუმის ატომების გამოყენებით და ფოტონების გამოყოფით მათ ინფორმაციის კვანტურად გაგზავნა შეძლეს.
"ერბიუმის ამ ფუნდამენტური თვისებების გამოსაყენებლად, საჭიროა ატომების სტიმულირება. ასე შეგვიძლია მივიღოთ ინტერფეისი, რომელიც კვანტური ინფორმაციის გაგზავნის საშუალებას მოგვცემს", — აღნიშნა ანდრეას გრიტჩმა, რეიზერერის გუნდის წევრმა.
ნანოფოტონურ რეზონატორს, რომელსაც ერბიუმის ატომები ქმნიან, ინფორმაციის გადაცემისთვის იდეალური თვისებები აქვს. რეზონატორი სინათლეს 1536 ნანომეტრის ტალღის სიგრძეზე ასხივებს, რაც კლასიკურ კომუნიკაციებში გამოყენებული ბოჭკოვანი ქსელის იდენტურია.
"ფაქტი, რომ ეს შესაძლებელია კრისტალურ სილიკონში, კვანტური ქსელების შექმნასთან გვაახლოებს. ეს მასალა უკვე ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება კლასიკური ნახევარგამტარული ელემენტების წარმოებისთვის. მაგალითად, მიკროჩიპები კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვისა და სანავიგაციო მოწყობილობებისთვის", — თქვა რეიზერერმა.
მკვლევრები ამბობენ, რომ საწარმოო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად უკვე შექმნილია. საუბარია ახალი რეზონატორების შემუშავებაზე. მისი გამოყენება კი უკვე მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კვანტური სისტემები ერთმანეთს ქსელში დაუკავშირდებიან.
ახალი კვლევა ჟურნალ Optica-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები