სილქნეტის პაკეტი Gamer-ი — გაუმჯობესებული პარამეტრები ნებისმიერი თამაშისთვის
ფოტო: სილქნეტი
ინტერნეტ სიჩქარეზე მეტად, თამაშისას ის დროა მნიშვნელოვანი, რაც სერვერებთან აკავშირებს მოთამაშეს. როგორც წესი მისაღები პინგი 40-60 მილიწამია. მაგალითისთვის, 100 მილიწამის დროს დაყოვნება იმდენად საგრძნობია, რომ შესაძლოა თამაშიდანაც კი გამოგაძევონ. 20 მილიწამზე ნაკლები პინგი კი იდეალურად უზრუნველყოფს დაყოვნების მაქსიმალურად შემცირებას, სწრაფ მანევრირებას, მკვეთრ ვიზუალურ ეფექტებს. გეიმერებისთვის სასიამოვნოა თამაში თუ პინგი დაბალია.
სილქნეტი პირველია ბაზარზე, რომელმაც ონლაინ თამაშების მოყვარულებს სპეციალური პაკეტი შესთავაზა. ახალი პაკეტი Gamer-ი დამატებითი მომსახურებაა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტ პარამეტრების გაუმჯობესებას და მაქსიმალურად ამცირებს დაყოვნებას თამაშისას.
Gamer-ის გააქტიურება შესაძლებელია თვეში მხოლოდ 10 ლარად, სილქნეტის ოპტიკური ქსელის პირობებში. მოთამაშე სტაბილურად იღებს შემდეგ პარამეტრებს:
- დაყოვნება (მილიწამი) ორი მიმართულება (Round trip time)
- ევროპა - > 30 < 90; აშშ - < 230 ; სხვა - < 350
- ჯიტერი (მილიწამი) - ≤ 10
- დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (%) - ≤ 2
პაკეტის აქტივაციის შემდეგ, თამაშისას დაყოვნება დამოკიდებული იქნება მხოლოდ გეიმინგ სერვერების ლოკაციაზე.
რა არის პინგი?
ესაა თამაშების სერვერებიდან თქვენს კომპიუტერამდე მონაცემთა გადაცემისთვის, მიწოდებისთვის, მიმოცვლისთვის საჭირო დრო. ამ პარამეტრს სიგნალის დაყოვნებასაც უწოდებენ და იზომება მილიწამებში. ტერმინი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა - წყალქვეშა ნავების მანძილის გასაზომად.
პინგით ხვდება მოთამაშე, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს მონაცემების მიმოცვლა თამაშების სერვერებთან ან სხვა მოთამაშეებთან.
თამაშებში, სადაც სისწრაფე განმსაზღვრელია, მოწინააღმდეგეზე დაბალი პინგი საგრძნობ უპირატესობას აძლევს მოთამაშეს. ტერმინი დაბალი პინგი ან მაღალი პინგი მიანიშნებს ზოგადად პინგის სიჩქარის პარამეტრს. მაღალი პინგით მოთამაშეს ექნება მაღალი დაყოვნება და გავლენას მოახდენს თამაშის შედეგზე.
რა არის პინგის სიჩქარე?
ონლაინ-თამაშების ხარისხი პირდაპირ კავშირშია პინგთან. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, რაზეა დამოკიდებული პინგის საუკეთესო სიჩქარე. ძალიან ბევრ ონლაინ თამაშს თან ერთვის თქვენი პინგის მონაცემები, ასევე სხვა მოთამაშეებისა და სერვერის სიგნალის პარამეტრები.
მისაღებია პინგი თუ ის არ აღემატება 40-60 მილიწამს.
- ავტორბოლები - დროს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კონკურენციას გაუწევთ სხვა მოთამაშეებს თუ პინგი 50 მილიწამი მაინც გექნებათ.
- ონლაინ თამაშები, სადაც ერთდროულად ბევრია ჩართული - აქ მაღალი პინგი დასაშვებია, თუმცა, რეალურ დროში საჭიროა რომ პინგმა 150 მილიწამს არ გადააჭარბოს.
- სტრატეგიული თამაშები (RTS) - აქაც მისაღები პინგია 150 მილიწამი.
როგორ შევამოწმოთ პინგი?
პინგის შესამოწმებლად ორი გზა არსებობს:
- თამაშისას პინგის შემოწმება - გადადით თამაშის პარამეტრებში, სადაც ხშირად ასახულია კონკრეტული თამაშის, ასევე გეიმინგ სერვერის მონაცემები.
- პინგის შემოწმება თამაშების ვებ გვერდებზე - შესაძლებელია წინასწარ შემოწმდეს პინგი, ასევე მიიღოთ ინფორმაცია უახლოეს სერვერებზე და მოსალოდნელ საშუალო პინგზე.
მაღალი პინგის მიზეზები - რა უნდა შემოწმდეს?
- კომპიუტერი — რამდენად ადაპტირებულია თამაშებისთვის.
- ხდება თუ არა თამაშების ავტომატური განახლება.
- მოწყობილობების რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია როუტერთან.
- თამაშების პარამეტრები.
როგორ დავწიოთ პინგი?
პინგის დასაწევად და სათამაშო პროცესის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა დახუროთ პროგრამები და პროცესები, რომლებიც ფონურად მუშაობენ. ზოგიერთი ასეთი პროგრამა მეხსიერებას იკავებს, ან პროცესების ინიცირებას ახდენს, რაც თამაშს ანელებს. დაგეგმეთ ყველა პროგრამული განახლება იმ დროს, როცა არ იყენებთ აქტიურად კომპიუტერს, რომ ფაილების ჩატვირთვა შეუფერებელ დროს არ მოხდეს.
რაც უფრო ბევრი მოწყობილობაა ინტერნეტში შესული, პინგი მაღალი იქნება.
უმჯობესია კონსოლი ან კომპიუტერი კაბელით იყოს მიერთებული და არ იყენებდეთ wifi თამაშისას.
თამაშის დაწყებამდე შეამოწმეთ კაბელები მიერთების ადგილებში.
რა თამაშსაც არ უნდა თამაშობდეთ, ჩამოთვლილი პრევენციები პინგის შემცირების საშუალებას მოგცემთ და თამაშის სისწრაფეს გააუმჯობესებს.
თუმცა, არსებობს მოკლე გზა — ესაა სილქნეტის ახალი შეთავაზება, პაკეტი Gamer-ი.
რა გამოცდილება მიიღეს Gamer-ის გააქტიურების შემდეგ მოთამაშეებმა?
"fifa ში 70 პინგი მქონდა ყოველთვის , ჩართვის მერე 47 ზე ჩამოვიდა და მაღლა არ მიდის. მუშაობს ნამდვილად".
"ამ პაკეტამდე CSGO -ში მქონდა 70-75 პინგი საშუალოდ და ახლა მაქვს 50-55, სერვერებს გააჩნია რომელი შემხვდება".
"გავააქტიურე და 52-ზე დამეწია პინგი, მაგარიაა!"
"ძაან გამომადგა მადლობა 20 ლარი რო გადაიხადო და ორმაგი შედეგი იყოს ეგ არექნებათ?"
"Gamer ჩავრთე და 50-55 მაქვს frangfurt-ზე"
"League of Legends-ში სულ მქონდა პინგის პრობლემა, 90-იდან 60 -ზე ჩამოვიდა. გაასწორა! მაგრად!"
"მე კმაყოფილი ვარ, დოტაშიც საკაიფოდ დააგდო MS. 60-70+ მქონდა ახლა 50-ია"
"მე მაქვს 70- 85 , მაგრამ Gamer ვინც დააყენა ნაცნობმა, 50 65 პინგი აქვთ."
"ვაა მაგარიაა მევ გავააქტიურებ. კარგ შემთხვევაშიო 75 რო გაქ სერვისის გარეშე სერვისით კარგ შემთხვევაში 50 გექნება ალბათ"
რა სიჩქარის პაკეტია საჭირო თამაშებისთვის?
თუ ონლაინ თამაშების მოყვარული ხართ, პინგის მონაცემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერნეტის სიჩქარის.
PUBG, Fortnite, CS:GO, Dota 2, WoT, WoW — ყველა ეს თამაში ოპტიმიზებულია და არ საჭიროებს დიდძალ სიჩქარეს. თუმცა, სწრაფი ჩამოტვირთვისთვის, პროგრამული განახლებისთვის, ახალი თამაშების დასაყენებლად უმჯობესია 50-100 მბ/წმ ინტერნეტი.
რა სიჩქარეა საჭირო სტრიმისთვის?
თამაშის ტრანსლაციებისთვის მაღალი სიჩქარე აუცილებელი პირობაა. თუ ოჯახის წევრები არ ჩაგეზიარებიან, Full HD სტრიმისთვის 35მბ/წმ სიჩქარე საკმარისი იქნება, 4K ხარისხისთვის - 100მბ/წმ.
ასეთ დროს სილქნეტის შეთავაზებებში აღმოაჩენთ დამატებით მომსახურებებს, რომელიც პაკეტის უცვლელად ინტერნეტზე სიჩქარეს მოგიმატებთ:
ტურბო ღილაკი — ერთჯერადად, 2 საათით გიზრდით სიჩქარეს 100 მბ/წმ-მდე - 1,5₾
ოპტიკური ბუსტი — 15 მბ/წმ-ით გაიზრდება სიჩქარე ნებისმიერ პაკეტზე: სტარტ+, დრაივი, სუპერ დრაივი (ფორმულა 1 პაკეტის გარდა). — დღეში 20 თეთრად;
ღამის ექსპრესი — ღამის საათებში (00:00-08:00საათამდე) თქვენი ინტერნეტის სიჩქარე 50მბ/წმ -ით - პირველი თვე უფასო - ტარიფი 5₾/თვე
იმისათვის რომ გაიაქტიუროთ პაკეტი Gamer-ი და სხვა შეთავაზებები, უნდა იყოთ სილქნეტის ოპტიკური ქსელი მომხმარებელი. ქსელში ჩართვა და პაკეტის შეძენა მარტივია, ისარგებლეთ ცხელი ხაზის მომსახურებით (032) 2100 100, ან ეწვიეთ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სერვის ცენტრს.
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
კომენტარები