ლანა ღოღობერიძე

16 Jun. 2023, 16:13

არ მახსოვს, ვის მოუვიდა თავდაპირველად ეროვნული კინოცენტრის დაარსების იდეა. თვალწინ გვედგა ფრანგული კინოცენტრის ძალიან წარმატებული სისტემა. ბევრი ბჭობის შედეგად, ფრანგული კინოცენტრის მესვეურებთან ურთიერთობით და მათი გამოცდილების გაზიარებით, შევთანხმდით პრინციპულ საკითხებზე: კინოცენტრი უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ამავე დროს არის სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა. მას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ირჩევა 2 წლის ვადით პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, ამდენად ის ანგარიშვალდებულია კინემატოგრაფიტთა წინაშე. ფილმების დაფინანსება ხდება წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ჟიურის დაკომპლექტება — პროფესიული გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით. და, რა თქმა უნდა, სრულად უნდა იყოს დაცული ყველა ამ პროცესის გამჭვირვალობა.
ამ იდეების განხორციელებასაც დასჭირდა ინსტანციებში სიარული, თანამდებობის პირთა დარწმუნება... [...]

და ბოლოს და ბოლოს, კინოცენტრიც დაარსდა! და შედეგმაც არ დააყოვნა: სულ ცოტა ხანში ქართული კინო დაადგა აღორძინების გზას. მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა, ახალი მიდგომებით, თანამედროვე ხედვით. ქართულ ფილმებს კვლავ იწვევდნენ საერთაშორისო ფესტივალებზე. დამყარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები. [...] 

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი, ქართული კულტურისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი: კინოცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ფილმების რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი. [...]

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, ერთად, ცხადყოფს ინსტიტუციის წარმატებულ მუშაობას ქართული კულტურის და მთლიანად ქვეყნის სასარგებლოდ. და ამიტომაც ისმის კითხვა: რატომ უნდა ჭირდებოდეს ამას "რეორგანიზაცია?" [...]

კინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი სუბიექტია. მისი არსებობის საფუძველი სახელმწიფო დაფინანსებაა. მაგრამ მას, ასევე, ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ორი კომპონენტის გარეშე ხელოვნება ვერ იარსებებს, ეს აქსიომაა.

ბოლო დრომდე ეს პრინციპები დაცული იყო ეროვნულ კინო ცენტრში. სტრუქტურა იყო ნათელი და გამჭვირვალე: პროფესიონალები ირჩევდნენ ხელმძღვანელს გარკვეული ვადით მისი პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. ასევე გამჭვირვალედ და პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტებული ჟიური კონკურსის გზით აფინანსებდა გამარჯვებულ ფილმებს.

დღევანდელი ცვლილებები სწორედ ამ პრინციპების დარღვევის მიმართულებით ხდება.
მე კი ისეთი აშკარა და ელემენტარული მგონია: შეუძლებელია კინოს მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი იყოს პირი, რომელსაც შიგნიდან არ ესმის პრობლემები და გასაჭირი ამ რთული და კომპლექსური დარგისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინდუსტრიას და შემოქმედებას და ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, ანუ ის არ იყოს კინემატოგრაფისტი!

ჩვენს საერთო შეშფოთებას აძლიერებს მაგალითები, რომლის მოწმენიც გავხდით ბოლო დროს ხელოვნების სხვა სფეროებში.
ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება. ხელოვნება მარადიული სუბსტანციაა, ხელისუფლება კი დროებითი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა იქნება ქვეყნის უკანდახევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ქართული კინოს განვითარების შეფერხება.
ამას ვერ დავუშვებთ ჩვენ, სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტები, ვისთვისაც კინო ცხოვრების ნაწილია. ყველა ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარკო მიჰკელსონი: ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, — ამის შესახებ X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო…