კრისტოფერ ნოლანი, ოპენჰაიმერი და ატომური ბომბი CGI-ის გარეშე
კრისტოფერ ნოლანი ცნობილია ეპიკური კინემატოგრაფით. მისი ფილმები ეპოქალურია და ზოგ შემთხვევაში რევოლუციურიც.
ბრიტანელმა კინორეჟისორმა ააფეთქა Boeing 747 ფილმ Tenet-ის გადაღებისთვის, გადაატრიალა სატვირთო მანქანა The Dark Knight-ისთვის და "დაატრიალა" სივრცე Inception-ისთვის.
მაშინაც კი, როდესაც CGI-ს გამოყენება გარდაუვალია, ნოლანი ცდილობს ამით რეალობიდან არ ამოვარდეს. 2014 წლის Interstellar-ისთვის, მას ამისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი, კიპ თორნი ჰყავდა. სწორედ ასე შეიქმნა Interstellar-ისთვის შავი ხვრელი.
და აი ახლა, ახალი ფილმისთვის, რომელიც ოფიციალურად 21 ივლისს გამოვა, ნოლანი რევოლუციის მოხდენას კიდევ ერთხელ აპირებს. ამჯერად მას ატომური ბომის აფეთქების გაცოცხლება აქვს გადაწყვეტილი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნოლანს CGI-ზე უარის თქმა ამჯერადაც სურს.
ჟურნალ Total Film-თან ინტერვიუში ნოლანმა განმარტა, რომ "ატომური ბომბის გამოცდის ეკრანზე წარმოჩენა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების გარეშე უდიდესი გამოწვევა იყო".
ატომური ბომბის პირველი გამოცდა ნიუ-მექსიკოში 1945 წლის ივლისში მოხდა, დაახლოებით ერთი თვით ადრე, სანამ აშშ-მა ატომური ბომბი გამოიყენა ნაგასაკისა და ჰიროშიმაზე. ეს იყო ბირთვული იარაღის პირველი აფეთქება და ამას ცენტრალური ადგილი უკავია ნოლანის ახალ ფილმში. ნოლანი ფილმში ფოკუსირებულია ამერიკელ თეორეტიკოს ფიზიკოსზე, ჯ.რობერტ ოპენჰაიმერზე, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა მანჰეტენის პროექტში. ოპენჰაიმერს ხშირად, როგორც "ატომური ბომბის მამას" ისე მოიხსენიებენ ხოლმე.
სულ ახლახან, Total Film-ს ნოლანის დიდი ხნის კოლაბორატორ, სკოტ რ. ფიშერთან ჰქონდა ინტერვიუ. ფიშერმა ასეთი მასიური აფეთქების ხელახლა "შექმნაზე" და შესაბამის გამოწვევებზე ისაუბრა.
ერთი ფაქტორი, მაგალითად, იყო კამერის მოტყუებით გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდმა წარმოქმნა მასიური აფეთქებები, მაგრამ კამერის სიახლოვემ აფეთქება ეკრანზე კიდევ უფრო დიდად წარმოაჩინა.
"ეს ძველი სკოლის ტექნიკაა. აფეთქება იმდენად მასშტაბური იყო, რამდენადაც შეგვეძლო, მაგრამ კამერის მიახლოებით, ეკრანზე ის ბევრად დიდი გამოჩნდა", — განმარტა ფიშერმა.
მსოფლიოში პირველი ბირთვული აფეთქების "გამეორება"
ფიშერმა ასევე დეტალურად აღწერა მასალები, რომლებიც ოპენჰაიმერის გადამღებმა ჯგუფმა გამოიყენა აფეთქების შესაქმნელად. გადაღება მოხდა ასევე ლოს ალამოსში, ნიუ-მექსიკოში.
"ძირითადად ბენზინს, პროპანს და ნავთს ვიყენებთ. თუმცა, ასევე გვჭრდება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალუმინი და მაგნიუმი. ამით აფეთქების ეფექტს და სიკაშკაშეს ვზრდით. ძალიან გვინდოდა, რომ აფეთქება ეფექტური ყოფილიყო. გვინდოდა, რომ მას მაყურებელი გაეოცებინა", — თქვა ფიშერმა.
რეალურად, ატომური ბომბის გამოცდისას აფეთქებამ დაახლოებით 25 კილოტონა ენერგია გამოათავისუფლა. ოპენჰაიმერის გადამღები ჯგუფის ამბიციური გეგმიდან გამომდინარე კი, ფილმის გადაღებისას წარმოებულმა აფეთქებამ 182 მეტრი დაფარა. ასევე, 193 კილომეტრის მანძილზე ფანჯრები ჩაამსხვრია და ხეები დააზიანა.
ესეც ფილმის ტრეილერი:
კომენტარები