ჯეიმს ვების ტელესკოპმა ადრეული სამყაროს ყველაზე მკრთალი გალაქტიკა აღმოაჩინა
"ვების კოსმოსური ტელესკოპის ჩართვამდე, მსგავსი მკრთალი გალაქტიკის დაფიქსირებზე ვერც კი ვიოცნებებდით"
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იმედების გამართლებას აგრძელებს. და აი ახლა, მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. ამჯერად, საუბარია შორეულ და ყველაზე მკრთალ გალაქტიკაზე, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია. გალაქტიკას JD1 უწოდეს.
JD1 ვხედავთ ისეთს, როგორიც ის 13,3 მილიარდი წლის წინ იყო. ეს ის დროა, როდესაც სამყაროს ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ოთხი პროცენტისთვის ჰქონდა მიღწეული. ამრიგად, მისი იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია სამყაროს ევოლუციის გასაგებად.
"ვების კოსმოსური ტელესკოპის ჩართვამდე, მსგავსი მკრთალი გალაქტიკის დაფიქსირებზე ვერც კი ვიოცნებებდით", — თქვა ტომასო ტრეუმ, ახალი კვლევის ავტორმა.
დროის უკან გადახედვა
მეცნიერებმა სამყაროს ადრეული გალაქტიკები სინათლის შეისწავლით გამოიკვლიეს — ეს ის სინათლეა, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში მოდიოდა ჩვენამდე. სამყაროს პირველი მილიარდი წელი ასტრონომებს განსაკუთრებით აინტერესებთ. მიზეზი? სწორედ ამ პერიოდში ყალიბდებოდა ჩვენი სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლაა.
ეს ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო! მიიჩნევა, რომ სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ — დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. ამის შემდეგ, დაიწყო სამყაროს გაფართოება და თანდათან გაცივება, რამაც წყალბადის ატომების ფორმირების საშუალება გააჩინა.
ვების ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომები ახლა იწყებენ ამ ადრეული და გადამწყვეტი ეპოქის შესწავლას.
ვების ტელესკოპმა გალაქტიკის დანახვა გრავიტაციული ლინზირებით შეძლო. სწორედ ამან განაპირობა JD1-ის 13-ჯერ უფრო კაშკაშად აღქმა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები