აღმოჩენა: ჟანგბადის დეფიციტი თაგვის სიცოცხლის ხანგრძლივობას 50 პროცენტით ზრდის
ჟანგბადი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის Mootha Lab-ისა და მასაჩუსეტსის ინსტიტუტის (MGH) კვლევა ვარაუდობს, რომ ჟანგბადის დეფიციტმა (ჰიპოქსია) შეიძლება გაზარდოს ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა.
"დაახლოებით 20 წელია ვიცით, რომ ქრონიკული ჰიპოქსია კულტივირებულ უჯრედებზე მოქმედებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს საფუარში, ჭიებსა და ბუზებში. თუმცა, ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც გამოსცადა ჟანგბადის შეზღუდვა ძუძუმწოვრების დაბერების მოდელში. შესაბამისად, ეს ნამდვილად აღმოჩენაა", — განაცხადა რობერტ როჯერსმა, MGH-ის წამყვანმა მკვლევარმა და ექიმმა.
კვლევის ავტორებმა თაგვები გამოსცადეს ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. მათ შექმნეს ისეთი პირობები, როგორიც ეს ევერესტზეა (5000 მეტრის სიმაღლეზე). მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჰიპოქსიამ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით გაზარდა.
კვლევა ჩაატარდა თაგვების იმ მოდელზე, რომელსაც Ercc1 ცილა აკლდა. ეს არის დაბერების დამაჩქარებელი ფაქტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში თაგვი ექვს თვეზე ნაკლებს ცოცხლობს. ეს გამოწვეულია Ercc1-ის დეფიციტით.
ჰიპოქსიამ საშუალება მისცა თაგვებს 50 პროცენტით მეტი ეცოცხლათ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ტექნიკის ადამიანებზე გამოყენება, მკვლევრების თქმით, ამის მტკიცება ჯერ ადრეა. ეს იმიტომ, რომ მოლეკულური მექანიზმი, რომლითაც ჰიპოქსიამ სიცოცხლე გაახანგრძლივა, ჯერ კიდევ უცნობია.
კვლევა ჟურნალ PLoS Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები