როგორია მედიცინის მომავალი — მოკლე მიმოხილვა
ჩვენს გარშემო სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება, შესაბამისად მედიცინაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ინოვაციას, რომელიც მომავალში მედიცინას კიდევ უფრო შეცვლის. აი ისინიც:
სრულად ავტონომიური ქირურგიული რობოტები
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ ქირურგიულ რობოტზე, რომელსაც შეუძლია ოპერაციების სრულად ავტონომიურად შესრულება. რობოტი აღჭურვილია 3D ხედვით და მანქანური სწავლების ალგორითმით, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაგეგმოს და ადაპტირდეს ოპერაციის სპეციფიკაზე. გასულ წელს რობოტმა, სახელწოდებით Smart Tissue Autonomous Robot, ჩაატარა ლაპაროსკოპიული პროცედურა ღორის ქსოვილის მოდელებზე ღორის ნაწლავის ბოლოების წარმატებით შეკერვით.
ჭკვიანი უნიტაზი დაავადების მონიტორინგისა და გამოვლენისთვის
2023 წლის მარტში, ჭკვიანი სახლების კომპანია Withings-მა შექმნა U-Scan, 90 მმ-ის ფორმის შარდის ანალიზის მოწყობილობა, რომელიც შეიძლება მიმაგრდეს უნიტაზზე. ის ასე აკონტროლებს შარდში ბიომარკერებს, როგორიცაა კეტონი და C ვიტამინის დონე. მოწყობილობას შეუძლია თვალყური ადევნოს ყოველთვიურ ჰორმონალურ ცვლილებებს ლუტეინირების ჰორმონისა და pH-ის დონის გაზომვით.
ვირტუალური რეალობა თერაპიისთვის
სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანიის Oxford VR-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ VR თერაპია უფრო ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული თერაპია აგორაფობიური პაციენტების სიმპტომების შესამცირებლად. თერაპია, სახელწოდებით gameChange, ათავსებს პაციენტებს სიმულაციურ გარემოში. სპეციალურად შემუშავებული გარემო პაციენტების აღქმაზე დადებითად მოქმედებს.
3D პრინტერით დაბეჭდილი ორგანოები
გასულ თებერვალში, ქალმა სან ანტონიოში, ტეხასის შტატში, მიიღო 3D პრინტერით დაბეჭდილი მარჯვენა ყურის იმპლანტი. ყური დამზადდა მისი მარცხენა ყურიდან ამოღებული ხრტილის უჯრედების გამოყენებით. ეს ამ ტიპის პირველი იმპლანტია, მაგრამ მთელს მსოფლიოში უკვე არაერთ ლაბორატორიას აქვს წარმატებით შექმნილი 3D პრინტერისგან კანი, ძვლები და მინი ორგანოები.
პორტატული MRI სკანერები
კომპანია Hyperfine აწარმოებს Swoop-ს, პორტატული მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (MRI) სკანერს. მოწყობილობის განთავსება ჩვეულებრივ ოთახშიც შეიძლება. რაც მთავარია, მას ტვინის სკანირება დაახლოებით 30 წამში შეუძლია. სკანერი იყენებს მაგნიტურ ველებს 25-ჯერ უფრო სუსტს, ვიდრე ჩვეულებრივი MRI სკანერები. მისი ფასი 250 000 აშშ დოლარია, ექვსჯერ უფრო იაფი, ვიდრე სრული ზომის აპარატი.
დანა, რომელიც კიბოს ცნობს
ჭკვიან ქირურგიულ ინსტრუმენტს, როგორიცაა iKnife, შეუძლია რამდენიმე წამში აღმოაჩინოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო. მოწყობილობა აერთიანებს ელექტროქირურგიულ დანას მასის სპექტრომეტრთან და შემუშავებულია ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარების მიერ. ის მუშაობს ბიოფსიის ქსოვილში ელექტრული დენის მიწოდებით და მისგან გამომავალი კვალის ქიმიური ანალიზით. ბოლო კვლევაში, iKnife-მა საშვილოსნოს კიბო 89 პროცენტიანი სიზუსტით დააფიქსირა.
კომენტარები