ჩინეთი ხმელეთში 10 000-მეტრიან ღრმულს თხრის — სადამდე სურთ ჩაღწევა და რატომ
ჩინეთში მომუშავე მეცნიერებმა ხმელეთის10 000 მეტრზე გათხრა დაიწყეს, რაც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნის ისტორიაში ხელოვნურად გაჭრილი ყველაზე დიდი ზომის ღრმული იქნება.
საერთო ჯამში 10 ფენაში ჩაღწევა იგეგმება, რათა ცარცული პერიოდის ქანებამდე მივიდნენ, რომლებიც 145 მილიონი წლის წინანდელია. პროექტის მიზანი მინერალური რესურსების იდენტიფიცირება და გარემოსთან, მათ შორის მიწისძვრებთან და ვულკანების ამოფრქვევასთან, დაკავშირებული რისკების შეფასებაა.
აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ღრმა თხრილი არ იქნება. ამ მხრივ პირველობა რუსეთში, კოლის ნახევარკუნძულზე, გაჭრილ ღრმულს ეკუთვნის, რომელიც ზღვის დონიდან 11 034-მეტრით დაბლაა. მისი გათხრისას აღმოაჩინეს, რომ იქ ქანები სველი იყო, რასაც მეცნიერები არ ელოდნენ, რადგან არ ეგონათ, რომ წყალს იქამდე ჩაღწევა შეეძლო. ასევე, ვერ მიაგნეს ბაზალტს კონტინენტის გრანიტის ქვეშაც, ოკეანის ქერქისგან განსხვავებით, არამედ იქ მის ნაცვლად მეტამორფული გრანიტი იყო. ეს ფილების ტექტონიკაზე მიუთითებდა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ღრმულის გათხრა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მათ შორის ფინანსურთანაც. მაგალითად, 1960-იან წლებში აშშ-ში მსგავსი პროექტის განხორციელებისას სპეციალისტებმა ოკეანის ფსკერის ქვემოთ 183 მეტრამდე ჩააღწიეს, საიდანაც 13 მეტრი ბაზალტი იყო. მოგვიანებით, სამუშაოები შეწყდა რისი ერთ-ერთი მიზეზიც ბიუჯეტს უკავშირდებოდა.
როგორ წარიმართება ჩინეთის ამბიციური გეგმა, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები