რა იწვევს ჰალუცინაციას და რას ამბობს მეცნიერება მასზე
ჰალუცინაცია შეიძლება სტრესული იყოს ადამიანისთვის. ზოგ შემთხვევაში ის ადამიანში შიშს იწვევს. ხშირად ფილმებში ჰალუცინაციები ფსიქიკურ პრობლემებთან, ან სულაც ძალადობის პროვოცირებასთან არის დაკავშირებლი. და მაინც, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?
რა არის ჰალუცინაცია?
ჰალუცინაციები არის ერთგვარი აღქმა, რომელიც ხდება შესაბამისი გარეგანი სტიმულის გარეშე. ამან შეიძლება ადამიანის ნებისმიერი გრძნობა მოიცვას. ბგერითი ჰალუცინაციები გულისხმობს ისეთი ხმების "გაგებას", რომელიც რეალურად არ არსებობს.
ვიზუალური ჰალუცინაციები გულისხმობს ისეთი ნივთების დანახვას, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში არ არის, როგორიცაა განათება, საგნები ან სულაც ადამიანები.
ტაქტილური ჰალუცინაციები მოიცავს იმის შეგრძნებას, რაც არ არის, მაგალითად, რაღაცის შეგრძნება კანზე. გესტაციური ჰალუცინაციები მოიცავს გემოსა და სუნის ჰალუცინაციებს.
რა იწვევს ჰალუცინაციებს?
ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი. ჰალუცინაციების არსებობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება შიზოფრენიის დიაგნოსტიკისთვის.
ჰალუცინაციები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიპოლარულ აშლილობასთან, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან და დეპრესიასთან.
თუმცა, ჰალუცინაციები შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელებით, ასევე დაავადებით ან დაზიანებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინზე.
მაგალითად, პარკინსონის დაავადება იწვევს ვიზუალურ, სმენად და ტაქტილურ ჰალუცინაციებს პაციენტთა 75 პროცენტში.
ეპილეფსია და შაკიკი ასევე დაკავშირებულია ჰალუცინაციებთან და შეიძლება გამოიწვიოს აღქმის დარღვევა, ზოგჯერ დღეების განმავლობაშიც კი.
ისეთი ნივთიერების გამოყენებამ როგორებიცაა, განსაკუთრებით ჰალუცინოგენური პრეპარატები: LSD ან კეტამინი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები.
ჰალუცინაციები შეიძლება იყოს საშიში, მაგრამ არა ყოველთვის. მეტიც, არიან ადამიანები ვინც ჰალუცინაციებით სიამოვნებას იღებენ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია რამდენად ხდება მათი კონტროლი.
მე-17 საუკუნემდე ჰალუცინაციები ჩვეულებრივ კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის მქონე იყო.
თუმცა, 1600-იანი და 1700-იანი წლების შუა ხანებში, ჰალუცინაციების გაგება დავიწყეთ. ის ნელ-ნელა სამედიცინო სფეროში გადავიდა. ხშირად მათი დაკავშირება ხდება ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებებთან. ახლა ჩვენ ვიცით, ტვინის რომელი ნაწილები აქტიურდება, როდესაც ვინმეს ჰალუცინაცია აქვს.
კომენტარები