პალიტრა L-ის ნაირ-ნაირი სიახლეები თბილისის წიგნის ფესტივალზე
ფოტო: პალიტრა L
25-28 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესიტვალი 25-ედ ტარდება. სტატიაში გამომცემლობა პალიტრა L-ის რამდენიმე გამორჩეულ სიახლეს აღმოაჩენთ, რაც ფესტივალისთვის მზადებას გაგიმარტივებთ. როგორი წიგნების კითხვაც არ უნდა მოგწონდეთ, თქვენთვის შესაფერის საკითხავს ამ სიაში აუცილებლად იპოვით.
თუ საფესტივალოდ ახალი ავტორის გაცნობა გსურთ და არც გაბედული წიგნები გაშინებთ, ფინელ-ესტონელი ავტორის საერთაშორისო ბესტსელერი, ძაღლების პარკი, პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთ სახეს გიჩვენებთ და სუროგაციის გლობალური ბაზრის შესახებ გიამბობთ.
წარმოშობით ესტონელი, ფინელი ავტორი, სოფი ოქსანენი უკრაინელი სუროგატი დედების ბედს მათი მშობლიური სოფლებიდან ჰელსინკის ქუჩებამდე მიუყვება. ქალების შანტაჟისა და მათი სხეულების ექსპლუატაციის გზით შექმნილი ბიზნესი, ერთი შეხედვით, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს…
მაგრამ ძაღლების პარკში შვილის "დამკვეთი" ოჯახების მოლოდინში გართული ქალები თავად ხდებიან სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო და დაუნდობელი პარკის ბინადრები.
წიგნი ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ ფილის მხარდაჭერით გამოიცა.
ტექსტი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა
ყდის ილუსტრაცია: ნინი ბუკია
ფოტო: პალიტრა L
სერიაში ლიტერე ინვენტე, ასევე, შეხვდებით სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის შთამბეჭდავ ტექსტს, რომელმაც 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა.
დეიმონ გალგუტის რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. პირობა სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. ტექსტი პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს.
თარგმანი: გიორგი ხარაიშვილი
ყდის ილუსტრაცია: ნინი ბუკია
ფოტო: პალიტრა L
პოპულარული კანადელი პოეტის, რძე და თაფლის ავტორის, რუპი კაურის, მეორე პოეტური კრებული — მზე და მისი ყვავილები გაფორმებულია ავტორის ილუსტრაციებით.
მზე და მისი ყვავილები არის კრებული მწუხარების, საკუთარი თავის უარყოფის, ფესვეების პატივისცემის, სიყვარულისა და ფეხებზე დადგომის შესახებ. ის ხუთ ნაწილადაა დაყოფილი: ჭკნობა. ვარდნა. დაფესვიანება. ზრდა. ყვავილობა
კრებული ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ
რედაქტორი: ანა კოპალიანი
ფოტო: პალიტრა L
საფესტივალოდ ახალი წიგნი დეტექტივების დედოფლის მოყვარულებსაც დახვდებათ! თუ აქამდე დეტექტივი პუაროს თავგადასავლებს ველოდით, ახლა, დროა, რომ ყურადღება მის მარპლის პერსონაჟსაც დავუთმოთ.
აგათა კრისტის დეტექტიური რომანი ფოკუსი სარკეებით პირველად 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა სათაურით მკვლელობები სარკეებით. იმავე წელს სახელწოდებით ფოკუსი სარკეებით რომანი გამოიცა დიდ ბრიტანეთშიც. ვინ არის მის მარპლი — სათნო, წყნარი მოხუცი თუ გამოძიების გენიოსი? ამ კითხვაზე მისი საოცარი ლოგიკური აზროვნება გვიპასუხებს, როცა სთოუნგეითსში, სიყმაწვილის მეგობრის მამულში, ეშმაკურად ჩაფიქრებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნის.
ფოტო: პალიტრა L
ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებს არ გამოგრჩეთ TOP თრილერის სერიის ახალი წიგნი — ჯეკ კარის დასახოცთა სია.
ეს რომანი ტკივილსა და შურისძიებაზეა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ თრილერში ზღვის ლომს, მკვლელობის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი რაზმი ამერიკის მთავრობამ ამოხოცა. ლეიტენანტ ჯეიმზ რისის მთელი ქვედანაყოფი ემსხვერპლა მოულოდნელ თავდასხმას, რომელსაც იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც შეეწირა, მათ დასახმარებლად რომ გაგზავნეს. როცა შინ დაბრუნებულს, მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი დახვდება, რისი მიხვდება, რომ ეს ყოველივე იმ შეთქმულების ნაწილია, რომელიც მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. უოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილი რისი თავის საბრძოლო გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ ოჯახისა და თანამებრძოლების მკვლელებზე შური იძიოს.
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
ფოტო: პალიტრა L
მორიგი სიახლე, ჰიპნოზი ამერიკელ მწერალს, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს ეკუთვნის. იგი საშინელებათა, მისტიკისა და ფენტეზის ჟანრში წერდა და ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა სიკვდილის შემდეგ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე მასობრივი კულტურის ფორმირებაზე. მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებს ცალკე ქვეჟანრად ყოფენ – ლავკრაფტის საშინელებებად.
მთარგმნელი: ლელა ზურებიანი
ფოტო: პალიტრა L
ისიც აუცილებლად მოინიშნეთ, რომ ფენტეზის მკითხველებს სერია პორტალში ჰერბერტ უელსის მოთხრობების კრებული, ბრმათა ქვეყანა ელოდებათ. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩილი წერდა: "საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შეეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორებიც არის პირველი ადამიანი მთვარეზე და სამყაროთა ომი, იმდენი მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“. უელსის მოთხრობათა ეს კრებულიც სწორედ ასეთი "მიგნებებითაა" გაჯერებული".
ფოტო: პალიტრა L
ფესტივალზე თავის საყვარელ ავტორებს პოპულარული ლიტერატურის მოყვარულებიც აღმოაჩენენ.
ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორის, ნიკოლას სპარქსის ახალი რომანი, საოცნებო მხარე, ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეული სიახლეა.
სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?!არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება - სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი საოცნებო მხარე, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით ავტორისთვის დამახასიათებელ თხრობას იმეორებს.
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
ფოტო: პალიტრა L
მკითხველს ფესტივალზე დახვდება ბუკტოკის ერთ-ერთი რჩეული, ტეილორ ჯენკინს რეიდის ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი.
ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი, ეველინ ჰიუგო, ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. იგი მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. ინტერვიუსთვის კი უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას -1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი...
წიგნში ეველინ ჰიუგოს შესახებ დაწერილი პრესის ამონარიდებსა და ამ სტატიებთან შერწყმულ, ნამდვილ, პერსონაჟის მიერ მოყოლილ ისტორიებს წაიკითხავთ და თავად დარწმუნდებით, რომ პრესაში თუ ხალხში მოარული ამბები ხშირად შორსაა რეალობისგან, რომელიც ხანდახან კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე მოგონილი ამბავი.
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ფოტო: პალიტრა L
პოპულარული ლიტერატურის ტრენდებს არც ქართველი ავტორები ჩამორჩებიან და ამჯერად საფესტივალო სიახლედ ნათია ჯაგოდნიშვილის ახალი წიგნი, გადამწვარი ხიდები გელით:
"გადამწვარი ხიდები ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... ათწლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა. ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
ფოტო: პალიტრა L
ფესტივალზე შეგიძლიათ ილუსტრირებულ გამოცემებსაც შეავლოთ თვალი. მაგალითად, ჯაყოს ხიზნების ახალ, ილუსტრირებულ გამოცემას, რომელიც ქართულ კლასიკურ ტექსტს ახალი თვალით დაგანახებთ.
ილუსტრატორი: ლევან რატიშვილი
ფოტო: პალიტრა L
თუ მხატვრული ლიტერატურის თარო უკვე გაავსეთ და სხვა საკითხავიც გაინტერესებთ, იქნებ, მარნი ფოგის თანამედროვე მოდა გადაფურცლოთ?
თანამედროვე მოდის სამყარო — დიზაინერები და ბრენდები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით — ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი
ფოტო: პალიტრა L
და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნისთვის მოემზადეთ! ( და თუ ახლომახლო მოზარდი გახსენდებათ, ვისთვის საკითხავის შერჩევაც ყოველთვის გეძნელებათ, ამ წიგნის არჩევას მეორედ დაფიქრება ნამდვილად არ სჭირდება.)
სახელი ნამდვილად უცნაური აქვს — ბიჭი ადამიანია. გაფრთხილება: ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც — ბამ! — უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება.
მზად იყავი: ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობისა და რწმენის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!
ფოტო: პალიტრა L
სანამ დაგემშვიდობებით, იმასაც გეტყვით, რომ ამავე თაროზე დაგელოდებათ იკიგაი თინეიჯერებისთვის. იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას — დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
ფოტო: პალიტრა L
ამ და სხვა ნაირ-ნაირი წიგნის შესარჩევად ეწვიეთ ექსპო ჯორჯიას, 25-28 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
კომენტარები