ტროტუარზე დგომის ფორმით პროტესტის გამოხატვისთვის საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე სასამართლოში დაიბარეს
ტროტუარზე დგომის ფორმით პროტესტის გამოხატვისთვის საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე სასამართლოში დაიბარეს. სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა და საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.
გოცირიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან ტროტუარის ან გზის გადაკეტვას დაადასტურებს. იურისტმა ასევე დასძინა, რომ აქციის შესახებ პროტესტის მონაწილეებს შსს-გან თანხმობა მიღებული ჰქონდათ.
"ჩემს შემთხვევაში არ არსებობს კადრი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მერუსთავლის პროსპექტზე გადაადგილების მსურველ ნებისმიერ ადამიანს ხელი შევუშალე, ან ტროტუარი რაიმე ფორმით გადავკეტე — მე ისეთ ადგილას ვიდექი, რომ ორივე მხრიდან გადაადგილების მსურველი მოქალაქეები მოძრაობდნენ. არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მე მათ გადაადგილებაში ხელი შევუშალე. რა თქმა უნდა, შსს შეუძლია ასეთი კადრები მოიტანოს სასამართლოში, თუმცა ნათელი გახდება რომ ტროტუარის გადაკეტვას არ ჰქონია ადგილი. ასევე არსებობდა გაფრთხილებაც და ეს შეკრება იყო კანონიერი, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვის, ეს არის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ერთადერთი უალტერნატივო სახდელი ადმინისტრაციული პატიმრობაა," — განაცხადა გოცირიძემ ტვ პირველთან საუბრისას.
იურისტის სასამართლოში დაბარებას საია-ს ხელმძღვანელი თამარ ონიანიც გამოეხმაურა.
"გიორგი გოცირიძე, რომელიც წლებია საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თავად გახდა ანტიკონსტიტუციური მოწესრიგების სამიზნე, როდესაც დღეს სასამართლოში დაბარების თაობაზე მიიღო ინფორმაცია.
ტროტუარზე დგომის ფორმით მშვიდობიანი პროტესტი ადამიანის უფლებაა და მასში პატიმრობის სანქციის ფორმით ჩარევა გაუმართლებელი ღონისძიებაა, რომელიც არა ინტერესთა ბალანსს, არამედ რეპრესიას ისახავს მიზნად: რომ შეშინდეს ყველა, ვინც თუნდაც ტროტუარზე გამოხატავს პროტესტს. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი იმ ღონისძიებებისა, რომლითაც განსხვავებული აზრის ტოტალური კონტროლის მცდელობები ინიციირდება," — წერს თამარ ონიანი.
შეგახსენებთ, 2025 წლის 10 დეკემბერს, ოცნების ხელისუფლების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა წესდება ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრებაზე. დაგეგმილი აქცია-დემონსტრაციის შესახებ დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ უქმდება სახდელით სახით აღმკვეთი ღონისძიება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნული კანონპროექტის დარღვევის შემთხვევაში აქციის მონაწილეს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება, ორგანიზატორს — 20 დღემდე. თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთა.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები