გიორგი კეპულაძე: საქართველოში ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ ₾50 მლნ-ის განთავსება
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ. ცნობისათვის ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი".
გიორგი კეპულაძის თქმით, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აერთიანებს — საქართველოში ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ ₾50 მლნ-ის განთავსება. ₾50 მლნ-ის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო.
გიორგი კეპულაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
"საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება. ეს არის საწესდებო კაპიტალი, ე.წ. ბუფერი, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ინახება და მისი საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო. ეს მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას.
მარეგულირებელი ითხოვს კაპიტალის წარმომავლობის სრულ დადასტურებას. მფლობელობის სტრუქტურა ბოლომდე ნათელი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ფულის გათეთრებისა და სხვა სისტემური რისკები.
ინვესტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს უნდა ჰქონდეთ უნაკლო პროფესიული და ფინანსური რეპუტაცია. მსგავს ინსტიტუტში სრულად დაუშვებელია ინტერესთა კონფლიქტი.
აუცილებელია დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები და რისკების მართვის გამართული, საერთაშორისო დონის ჩარჩო.
ასე რომ, საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური”, — წერს გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
რის შემდეგაც ოცნების საგარეო უწყებაში დაიბარეს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "40 წუთის განმავლობაში არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გაამართლებდა.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები