რაჟდენ კუპრაშვილი: "იმედი ცოცხალია, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება"
2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის და დასძინა, რომ "იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება".
კუპრაშვილის განმარტებით, "ანტიკორუფციული ბიურო თავისი საქმიანობის პერიოდში ბოლომდე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: საქართველო გახდეს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არა ნორმა, არამედ იშვიათი გამონაკლისია".
"დღეს, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის, წარმოგიდგენთ ჩვენს რეალურ ისტორიას — რა გავაკეთეთ, რა ვისწავლეთ და რატომ უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა.
საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ შიდა რეფორმაა, არამედ საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომი წევრობა პირდაპირ უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გაძლიერებას.
სწორედ ამ კონტექსტში 2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, რის შედეგადაც დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — ანტიკორუფციული ბიურო. ეს იყო პასუხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ასახელებდა ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას. იმავდროულად, ეს არ იყო უბრალოდ ახალი უწყება — ეს გახლდათ კონცეპტუალური პასუხი უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე — საქართველო გახდეს სანიმუშო ქვეყანა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის კუთხით.
ბიურომ განსაზღვრა ახალი ერის დასაწყისი საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკაში — ფრაგმენტული ზომებიდან სისტემურ, დამოუკიდებელ და მულტისექტორულ მიდგომაზე გადასვლის ეტაპი.
ახალბედა უწყების ინსტიტუციური მშენებლობა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ: შეიქმნა სტრუქტურული ერთეულები, განისაზღვრა პროცედურები, განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორობა და დაიწყო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლების პროცესი. ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი — ბიურომ არა მხოლოდ შექმნა, არამედ დაამტკიცა თავისი დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა.
ბიუროს ისტორიული მისია განისაზღვრა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ყველა შესაძლო საშუალებით. მთავარი ფოკუსი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რადგან კორუფცია, როგორც სისტემური პრობლემა, საუკეთესოდ დაძლევადია არა მხოლოდ სასჯელით, არამედ გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი კონტროლის კულტურის ჩამოყალიბებით. სწორედ პრევენცია, გამჭვირვალობის, განათლებისა და ინსტიტუციური რეფორმების გზით — ქმნის გრძელვადიან იმუნიტეტს კორუფციის მიმართ.
ბიუროს დებულების მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის დადგენილებით), მისი მიზნები მოიცავდა:
• ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგსა და განახლებას;
• საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასა და პრევენციას;
• თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას, შენახვასა და საჯაროობას;
• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს;
• მამხილებელთა დაცვასა და მხარდაჭერას;
• საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას;
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას კორუფციის საფრთხეებზე.
ბიუროს ინსტიტუციური მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:
• 2023 წელი — სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის დაკომპლექტება, პროცედურების შემუშავება;
• 2024 წელი — ეროვნული სტრატეგიის განახლების დაწყება, მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
• 2025 წელი — საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, დეკლარირების მოდერნიზაცია, ფინანსური მონიტორინგის გაძლიერება და საგანმანათლებლო პროექტების გაფართოება.
მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ეს პერიოდი იყო გამოწვევებით სავსე - ახალი ინსტიტუტისთვის საჭირო იყო არა მხოლოდ ტექნიკური რესურსები, არამედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. მით უმეტეს, რომ ბიუროს საქმიანობის დასაწყისი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ფუნდამენტურად გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა. რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი პოლარიზაციის და გარე ძალების მიერ სოციალური განწყობების შექმნის აქტიური მცდელობების ფონზე მიმდინარეობდა.
მიუხედავად ამისა, ბიურომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია სწრაფი და ეფექტიანი ინსტიტუციური განვითარება, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება და პროფესიული გუნდი.
ანტიკორუფციული ბიურო თავისი საქმიანობის პერიოდში ბოლომდე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: საქართველო გახდეს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არა ნორმა, არამედ იშვიათი გამონაკლისია; სადაც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია; სადაც თითოეული მოქალაქე გრძნობს, რომ სახელმწიფო მისია და არა პირადი ინტერესების მსახური.
ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა — ყოველდღიური შრომით, საერთაშორისო პარტნიორობით, საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ გავაძლიერეთ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გავხადეთ პოლიტიკური ფინანსები უფრო გამჭვირვალე, ავამაღლეთ ახალგაზრდების ცნობიერება იმის შესახებ, რომ სამართლიანობა — ეროვნული ღირსების საფუძველია.
ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელმაც ათასობით თანამდებობის პირის ქონება გახადა ხილული, გავაძლიერეთ მამხილებლებების დაცვა, განვაახლეთ ეროვნული სტრატეგია და საზოგადოებას ვაჩვენეთ — კორუფცია არ არის უძლეველი.
ახლა, ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ნათელია, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება — ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი.
მჯერა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური განვითარება, ღრმა საზოგადოებრივი ჩართულობის და პარტნიორობის შედეგად, აუცილებლად მიაღწევს უმთავრეს მიზანს — საქართველო გახდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო. რადგან სამართლიანი სახელმწიფო — ეს არაა არჩევანი, ეს ვალდებულებაა.
იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება," — წერს კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 ნოემბერს, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. მისივე თქმით, იმავე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი ფუნქციებიც ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები