რამდენად სწრაფად განიცდიან სახეობები ევოლუციას — კვლევა
ახალი კვლევა სახეობებში ევოლუციას სწავლობს. მეცნიერებს აინტერესებთ თუ რამდენად შეიძლება ჩანასახის შესწავლით ევოლუციის ტემპის დადგენა.
ჩანასახის მუტაციები გენეტიკური ცვლილებებია რეპროდუქციულ უჯრედებში, რომელიც გადაეცემა შთამომავლობას. მუტაციის ამ ტემპის გაგებამ შეიძლება განსაზღვროს რამდენად სწრაფად ვითარდება სახეობა.
"ჩანასახების მუტაციის სიხშირე გენომის ევოლუციის ტემპს განსაზღვრავს და თავად არის განვითარებადი პარამეტრი. თუმცა, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს მის ევოლუციას. მსგავსი მუტაციების სიხშირის კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია ცალკეულ სახეობებზე სხვადასხვა მეთოდოლოგიით", — ნათქვამია ნაშრომში.
სხვადასხვა სახეობის მუტაციების შედარება
ახალმა კვლევამ დნმ-ის მუტაციის სიხშირე ხერხემლიანთა 68 სახეობაში შეისწავლა და ისინი ერთმანეთს შეადარა. ამით მეცნიერებს უნდოდათ უკეთ გაეგოთ ევოლუციური მამოძრავებელი ძალა. მონაცემები მოიცავდა მუტაციის მაჩვენებლებს სხვადასხვა სახეობისგან: ხვლიკებიდან, პინგვინებიდან, ადამიანებიდან და ვეშაპებიდან.
სისხლისა და ქსოვილის ნიმუშები 88 სახეობისგან შეირჩა.
ამის შემდეგ, მშობლებისა და შთამომავლების დნმ თაობებს შორის გენეტიკური განსხვავებების შესაფასებლად შეადარეს.
ჩანასახების მუტაციის სიხშირე შეადარეს და შეისწავლეს თანმიმდევრობის გამოყენებით. ეს საფუძვლიანი შედარება მკვლევრებს დაეხმარა გენომის მუტაციების დადგენაში, რომლებიც ხდებოდა ყოველწლიურად, ისევე როგორც თითოეული სახეობის თაობებს შორის.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინდივიდუალური ჩანასახების მუტაციის სიხშირე იცვლებოდა ყველა სახეობაში. მუტაციის სიჩქარის თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ქვეწარმავლებში აღმოჩნდა. თავის მხრივ, ფრინველებს ჰქონდათ ყველაზე ცვალებადი მუტაციის სიხშირე.
სახეობებს, რომლებსაც გრძელვადიანი პოპულაციები ჰქონდათ, მუტაციის დაბალი მაჩვენებელი აღენიშნათ.
კვლევა იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იწვევს მუტაციის წარმოქმნას და იმ მახასიათებლებს, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას მუტაციის სიხშირეზე. გარდა ამისა, ჩანასახების მუტაციების სიხშირის რაოდენობრივად განსაზღვრამ, შეიძლება გვითხრას, თუ როდის ჩნდება განსხვავებები და როგორ ვითარდება სახეობებს შორის ევოლუცია.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები