ბათუმი თანამედროვე საქართველოს სახეა თავისი ძველი და ახალი არქიტექტურით — უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით. ერთი სტუმრობითაც კი შესამჩნევია აქაურობის განვითარების ტემპი, გაგაკვირვებთ ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვე, მისი სიმწვანე კი სიმშვიდეს მოგგვრით.

ვინც შავი ზღვისპირეთში სხვა პერიოდშიც ყოფილხართ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ქალაქი ოთხივე სეზონზე გამორჩეულად ლამაზია:

გაზაფხულზე ბათუმის ბულვარში გასეირნებას გირჩევთ — ამ დროს აუცილებლად დატკბებით ახლად აყვავებული მაგნოლიებისა და კამელიების სურნელით, მოცეკვავე შადრევნებით და კაფე-ლაუნჯებით, რომლებიც ბულვარს მთელ სანაპირო ზოლზე გასდევს.

ზაფხულში, თუ შუადღის მზე შეგაწუხებთ, ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ, რომლის ფლორაც თავისი მრავალფეროვნებით გაგაოცებთ — აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონების მცენარეების უამრავ სახეობას.

შემოდგომაზე ბათუმში ველოსიპედით სეირნობას არაფერი სჯობს — ეს ის დროა, როცა შავი ზღვის ულამაზესი ხედებით, მზის ჩასვლითა და წყალზე მოლივლივე ანარეკლებით უნდა დატკბეთ.

თუ არდადეგების ბათუმში გატარებას ზამთარში გადაწყვეტთ და თოვლი მოგისწრებთ, აუცილებლად გაისეირნეთ საბაგიროთი. მისი დახმარებით ზღვის დონიდან 250 მეტრზე აღმოჩნდებით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები და ბუნების ულამაზესი პეიზაჟები იშლება.

თუმცა, მოყოლილს ხომ ნანახი სჯობს, ამიტომ ქართველი ფოტოგრაფების დახმარებით ვეცადეთ, სტატიაში წელიწადის ყველა დრო გვეჩვენებინა ბათუმიდან და სასიამოვნო ვირტუალურ მოგზაურობაში დაგვეპატიჟებინეთ:

1. გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა


2. ბილი ბილიხოძე

ფოტო: ბილი ბილიხოძე

ფოტო: ბილი ბილიხოძე

ფოტო: ბილი ბილიხოძე

ფოტო: ბილი ბილიხოძე

3. გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

ფოტო: გიორგი ხელაშვილი

4. გიორგი ჩეკურიშვილი

ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი

ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი

ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი

ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი

5. თეონა ხმალაძე

ფოტო: თეონა ხმალაძე

ფოტო: თეონა ხმალაძე

ფოტო: თეონა ხმალაძე

ფოტო: თეონა ხმალაძე

6. გიგა ქოქოლაძე

ფოტო: გიგა ქოქოლაძე

ფოტო: გიგა ქოქოლაძე

ფოტო: გიგა ქოქოლაძე

ფოტო: გიგა ქოქოლაძე

7. ლიკუნა გოგიტიძე

ფოტო: ლიკუნა გოგიტიძე

ფოტო: ლიკუნა გოგიტიძე

ფოტო: ლიკუნა გოგიტიძე

ფოტო: ლიკუნა გოგიტიძე

8. აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

ფოტო: აპოლონ სარსანია

9. ლევან გიორგაძე

ფოტო: ლევან გიორგაძე

ფოტო: ლევან გიორგაძე

ფოტო: ლევან გიორგაძე

ფოტო: ლევან გიორგაძე

10. მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა

ფოტო: მაიკო გაგუა