პირადი ფინანსები მენეჯმენტი მარტივი საქმე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ლარი გაქვს ჯიბეში — ორგანიზებული მართვა ნებისმიერი ოდენობის კაპიტალს სჭირდება. ფულის ხარჯვა ხომ გაცილებით მარტივია, ვიდრე დაზოგვა და ინვესტირება.

შესაძლებელია ამიტომაც ხდება, რომ ბევრ ადამიანს ბიუჯეტის გონივრულად განკარგვა უჭირს. თუ შენც ამ ადამიანების რიგებში ხარ, ეს სტატია ფინანსური ცხოვრების მოწესრიგების გზაზე სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება.


1. გააანალიზე გასული თვეების ბიუჯეტი

შენი ფინანსების მოწესრიგება გასული პერიოდის ბიუჯეტის გაანალიზებით შეგიძლია დაიწყო. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მთავარ შეცდომებს ხარჯვისას ვუშვებთ. სწორედ ამიტომ, საფუძვლიანად გადახედე ხარჯებს და დაფიქრდი, რას შეცვლიდი წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს.

გასული პერიოდის გაანალიზება მომავალი თვეების დაგეგმვაში დაგეხმარება. ბუნებრივია, ყველა დეტალის წინასწარ განსაზღვრა რთულია, რადგან ფიქსირებულთან ერთად ხშირად თავს გაუთვალისწინებელი ხარჯებიც იჩენს ხოლმე. შენი მიზანია გაიგო, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე მსგავს ხარჯებს და არასდროს გადახვიდე მინუსში.

2. გადაინახე ფული მოულოდნელი შემთხვევებისთვის

ადამიანების უმრავლესობისთვის მოწესრიგებული ფინანსური ცხოვრება დანაზოგის შექმნასთან ასოცირდება. თუმცა, ვიდრე დიადი მიზნებისთვის თანხის დაგროვებას დაიწყებ, ეგრეთ წოდებული გადაუდებელი დახმარების ფონდი უნდა შექმნა. აქ ისეთი თანხებს შენახვას გირჩევდით, რომელსაც ფორსმაჟორის შემთხვევაში, ან თუნდაც გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოქმნის დროს გამოიყენებ.

თუ გსურს, რომ ასეთმა შემთხვევებმა შენი ძირითადი მიზნების განხორციელებაში ხელი არ შეგიშალოს, მოემზადე წინასწარ და დაიზღვიე თავი. მოულოდნელი შემთხვევებისთვის წინასწარ გადანახული თანხები ამაში ნამდვილად დაგეხმარება.

3. გამოიყენე ფინანსური აპლიკაციები

შენი ფინანსების ანალიზისთვის და გეგმების შესადგენად შესაბამისი აპლიკაციები შეგიძლია გამოიყენო. ბაზარზე არაერთი ფასიანი თუ უფასო სერვისია, რომელიც ბიუჯეტის შედგენასა და მის კონტროლში დაგეხმარება.

გარდა ამისა, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მობილ ბანკები უამრავ ფუნქციას აერთიანებენ, რომელთა საშუალებითაც გადასახადებსაც გადაიხდი, ფინანსებსაც გააკონტროლებ და სხვადასხვა სახის აქტივში ფულსაც დააბანდებ.

4. გადასახადები მყისიერად გადაიხადე

ჩვენი ხარჯების დიდ ნაწილს ფიქსირებული გადასახადები შეადგენს. ესენი შეიძლება იყოს როგორც კომუნალური ხარჯები, ისე საცხოვრებელი სახლის რენტა, საბანკო სესხი და სხვა.

როგორც წესი, გადასახადების დასაფარად გარკვეული პერიოდი გვეძლევა ხოლმე. ისინი, ვინც ფინანსური ცხოვრება უკვე მოიწესრიგეს, გვირჩევენ, რომ მსგავსი ვალდებულებები წარმოქმნისთანავე დავფაროთ. ამ საქმის გადადება ნამდვილად არ ღირს, რადგან შესაძლებელია, ვალდებულებებისგან თავის არიდებამ არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

5. დახარჯე და დაზოგე

ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები ბიუჯეტირებას ისეთ დიეტას ადარებენ, როდესაც მუდმივად შიმშილი გიწევს — ეს ასე არ არის. ბიუჯეტირება არც საყიდლებზე სიარულის აკრძალვას ნიშნავს და არც საკუთარი თავის განებივრებისგან თავის არიდებას.

აქ უფრო მეტად ფინანსების ჭკვიანურად განაწილება იგულისხმება, როდესაც საბანს იქამდე იფარებს, სადამდეც გწვდება და თუ შენი მოთხოვნები მაინც იზრდება, ყველაფერს აკეთებ, რომ შემოსავლებიც გაზარდო.


დიახ, როგორც კი ფლანგვიდან ხარჯვაზე გადახვალ, დაზოგვისთვის საჭირო სახსრებიც გამოგითავისუფლდება. თუმცა, აქაც ჭკვიანურად მოქცევაა საჭირო. უნდა გახსოვდეს, რომ მუთაქაში ფულის შენახვა დიდი სარგებლის მომტანი ვერ იქნება.

გეტყვით, რომ გარდა საბანკო ანაბრისა, შენი კაპიტალის დასაბანდებლად არაერთი სხვა საშუალებაც არსებობს. მაგალითად, ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით შეგიძლია, აშშ-ის ნებისმიერი საჯარო კომპანიის აქციონერი გახდე. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მსოფლიოში ფულის დაბანდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ესტუმრე საქართველოს ბანკის მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.